ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ამერიკის ახალ ნაბიჯებს აკრიტიკებს


ჩინეთი ამერიკას ქვეყნის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ ახალი სანქციების დაწესებისა და ტაივანისთვის სამხედრო შეიარაღების გაზრდილი რაოდენობით მიყიდვისთვის აკრიტიკებს.

ამერიკის ეს ნაბიჯები ჩინეთის მიმართ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის "წნეხის გაზრდის" პოლიტიკის ნაწილია. თუმცა ამან შესაძლოა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ჩინეთთან სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბების პრობლემა გაურთულოს.

ჰონგ-კონგის საკითხებში ჩინეთის სამთავრობო უწყებამ ამერიკის მიერ 14 ოფიციალური პირის წინააღმდეგ მიღებული სანქციები დაგმო და ამ ნაბიჯს აღმაშფოთებელი უწოდა. სანქცირებულთა შორისაა ჩინეთის საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტის 14 წევრი. სწორედ საკანონმდებლო ორგანომ მიიღო ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონი გასულ წელს.

XS
SM
MD
LG