ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის პრეზიდენტმა, ბაიდენს გამარჯვება მიულოცა


ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.ჩინეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება. ინფორმაციას ჩინეთის სამთავრობო მედია "სინჰუა" ავრცელებს.

ამერიკა-ჩინეთს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც ამერიკაში პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს. დაძაბულობის ყველაზე დიდი გამომწვევი თემები სავაჭრო შეთანხმებებზე კონფლიქტი და კორონავირუსი იყო.

"ჩინეთ-ამერიკას შორის ჯანსაღი და სტაბილური ურთიერთობების განვითარება ფუნდამეტური ინტერესია არამარტო ამ ორი ქვეყნის მოსახლეობისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც", ნათქვამი იყო პრეზიდენტ ძინპინის განცხადებაში.

როგორც ჩინური მედია იუწყება, ჩინეთის პრეზიდენტმა, ასევე ხაზი გაუსვა ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას და ამ თემის ირგვლივ არსებული კონლფიქტის განეიტრალებას.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაიდენს გამარჯვება 10 დღის შემდეგ მიულოცა. ბაიდენის არჩეულ პრეზიდენტად დასახელების შემდეგ, დაახლოებით 1 კვირის მანძილზე, ამერიკის ყველა მოკავშირეს უკვე გაკეთებული ჰქონდა ოფიციალური განცხადება ბაიდენის გამარჯვებასთან დაკავშირებით და ულოცავდნენ მას პრეზიდენტობას.

2016 წელს, როდესაც არჩევნები დონალდ ტრამპმა მოიგო, სი ძინპინმა მას მეორე დღესევე მიულოცა არჩევნებში გამარჯვება.

ოთხშაბათს კი, ჩინური მედიის მიხედვით, ამერიკის არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, მილოცვა მიიღო ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტისგან, უანგ ქიშანისგან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG