ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის დაზვერვის სამსახურის დირექტორი ჩინეთის საფრთხეებზე საუბრობს


ამერიკის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორი ჯონ რატკლიფი ამბობს, რომ ჩინეთის ხელისუფლება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა.

ჯონ რატკლიფის ეს სიტყვები არ არის ამ ტიპის განცხადებათაგან პირველი. ამერიკის დაზვერვისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები წლების განმავლობაში საუბრობდნენ ჩინეთის მზარდ ეკონომიკურ და სამხედრო შესაძლებლობებზე, რაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ასევე მზარდი საფრთხეა. თუმცა, ეს ბოლო მოწოდება მოქმედებისკენ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია.


"პეკინი ემზადება ამერიკასთან კონფრონტაციისთვის, რომლის ბოლო ვადაც უცნობია", - დაწერა რატკლიფმა ხუთშაბათს "უოლ-სტრიტ ჯორნალში" გამოქვეყნებულ წერილში, სათაურით: "ვაშინგტონი მომზადებული უნდა იყოს".

რატკლიფი, რომელმაც ფიცი გასული წლის მაისში დადო და სენატმა მცირე უპირატესობით დაამტკიცა თანამდებობაზე, ჩინეთს ამერიკის დაზვერვისთვის გამუდმებით მთავარ პრიორიტეტად მოიხსენიებდა. თუმცა, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ის დემოკრატ კანონმდებლებსაც დაუპირისპირდა. ისინი რატკლიფს ჩინეთზე საუბრის პარალელურად, რუსეთის როლისა და მისგან მომავალი საფრთხეების გადაფარვაში ადანაშაულებდნენ. მაგრამ, რატკლიფი ამბობდა, რომ ის არ "აკნინებს რუსეთს (მისგან მომავალ საფრთხეებს) თუმცა "საფრთხე, რომელსაც ჩინეთი გვიქმნის, მნიშვნელოვნად უფრო დიდია. ყველა, ვისაც დაზვერვის ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება, ამას ხედავს", - თქვა მაშინ რატკლიფმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG