ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინელ დისიდენტს რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს


ადამიანის უფლებების ცნობილ ჩინელ აქტივისტს, სახელმწიფოსთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის ბრალდებით რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

დღეს, ვუ განს, ბლოგერს, რომელსაც მეტსახელად „სუპერ ვულგარული ყასაბი“ აქვს, პეკინის სახალხო სასამართლოში განაჩენი გამოუტანეს.

ვუ, რომელიც 2015 წლის მაისში დააპატიმრეს, ჩინეთის პოლიტიკური ფიგურების დაცინვით გახდა ცნობილი, რასაც ის კორუფციის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მიმართული ხანგრძლივი კამპანიის დროს აკეთებდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ვუმ „სახელმწიფო ხელისუფლების და მისი სოციალისტური სისტემის დამხობა კრიმინალური“ ქმედებებით სცადა, რაშიც ყალბი ინფორმაციის გავრცელება და ინტერნეტზე ადამიანების შეურაცხყოფაც შედიოდა.

ვუ იმ ასობით აქტივისტის და ადვოკატის ჯგუფში მოხვდა, რომლებიც დისიდენტების წინააღმდეგ მთავრობის მასიური რეპრესიების სამიზნე გახდა. ვუს ადვოკატი ამბობს, რომ მისი კლიენტი განაჩენს გაასაჩივრებს.

XS
SM
MD
LG