ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ნანკინის მასობრივი მკვლელობიდან 80 წლისთავს აღნიშნავს


ჩინეთი ნანკინში მომხდარი მასობრივი მკვლელობიდან 80 წლისთავს აღნიშნავს.

იაპონია-ჩინეთის ომის დროს, 1937 წელს იაპონიის საიმპერატორო არმიის ჯარისკაცებმა ნანკინის ათასობით მოსახლე დახოცეს. ნანკინი მაშინ ჩინეთის დედაქალაქი იყო.

ჩინეთის პრეზიდენტი საიუბილეო ღონისძიებას ესწრებოდა, თუმცა სიტყვით არ გამოსულა. ცერემონიაზე დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

გავრცელებული ცნობებით, 6-კვირიანი მასობრივი მკვლელობებისას 300 000-მდე ადამიანი დაიღუპა. ომის შემდგომმა ტრიბუნალმა დაადგინა, რომ მსხვერპლთა რაოდენობა დაახლოებით 200 000 იყო. თუმცა ზოგიერთი იაპონელი ლიდერი იმასაც ეჭვქვეშ აყენებს, საერთოდ მოხდა თუ არა ეს მასობრივი მკვლელობა. ეს დამოკიდებულება პეკინს წლების განმავლობაში აშფოთებდა, ისევე როგორც მის რამდენიმე მეზობელ სახელმწიფოს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ იაპონიას საკმარისად არ უგია პასუხი იმ დანაშაულებზე, რომლებიც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, რეგიონის დიდი ნაწილის ოკუპაციისას იყო ჩადენილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG