ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

18-19 აპრილს ნატოს შტაბ ბინაში ნატოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების 2 დღიანი გაერთიანებული შეხვდრა გაიმართა.

შეხვედრის მთავარ მიზანს ჩიკაგოს სამიტის მომზადება და სამიტზე მისაღები გადაწყვეტილებების განხილვა წარმოადგენდა.

ჩიკაგოს სამიტამდე ეს ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო და თავდაცვის მინისტრების დონეზე გამართული უკანასკნელი შეხვედრაა, რაც ამ მინისტერიალის მიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

საქართველოს მხარე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ წარმოადგინა, რომელიც 19 აპრილს ავანეთის საკითხთან დაკავშირებით გამართულ ISAF-ის მინისტერიალს დაესწრო.

მან ასევე ვიზიტის ფარგლებში მრავალი ორმხრივი შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონსაც შეხვდა.

შეხვედრაზე კლინტონმა ხაზი გაუსვა საქართველოს შთამბეჭდავ წარმატებას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, მან აღნიშნა რომ ბოლო წლებში თვალშისაცემია საქართველოს აღმავალი ტრაექტორია რეფორმების კუთხით.

სახელმწიფო მდივანმა დადებითად შეაფასა საქართველოს ნატოსთან დაახლოვების თანმიმდევრული სტრატეგია. კონსტრუქციულად დაახასიათა თბილისის მიდგომა რუსეთთან. იგი შეეხო საქართველოს მხრიდან ცალმხრივად გადადგმულ ნაბიჯს ძალის არ გამოყენების ინიციატივაზე და მოქალაქეებისთვის სავიზო რეჯიმის გაუქმებაზე.

მინისტერიალის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრებისა და ჩიკაგოს სამიტის მიმართ საქართველოს მხარის მოლოდინის თაობაზე ვესაუბრეთ საქართველოს საგარეო სამეთა მინისტრის მოადგილეს თორნიკე გორდაძეს,რომელმაც აღნიშნა, რომ ჩიკაგოს სამიტზე საქართველოს მთავარი მიზანია, ალიანსის ყველა წევრს შორის მიღწეულ იქნას კონსენსუსი საქართველოს თაობაზე. ეს კონსენსუსი უნდა მდგომარეობდეს იმ პროგრესის ასახვაში, რომელსაც საქართველომ ნატოში გაერთიანების გზაზე მიაღწია.

თორნიკე გორდაძემ აღნიშნა, რომ ჩიკაგოს სამიტამდე ერთი თვით ადრე ეს კონსენსუსი მიღწეულია. ალიანსის ყველა წევრი იზიარებს იმ მნიშვნელოვან გარემოებას, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმები არის წარმატებული და იგი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივაზე უნდა აისახოს.

მინისტრის მოადგილის თქმით, გამართულმა შეხვედრებმა დაგვანახა, რომ საქართველოს ყავს 28 მეგობარი, რომელიც მოწადინებულია რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხმა წინ წაიწიოს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც,რომ საქართველო იქნება მოხსენიებული ასპირანტ ანუ კანდიდატ ქვეყანათა ჯგუფში,(მონტენეგრო,ბოსნია ჰერზეგოვინა მაკედონია)რაც წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ამ სამივე ქვეყანას Map-ი აქვს მიღებული, საქართველო კი მიუხედავად Map-ის არ ქონისა, გააჩნია ის ინსტრუმენტები, რომლებიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის არის აუცილებელი.

ბრიუსელში გამართული მინისტერიალის პირველი დღე თავდაცვის საკითხებს დაეთმო. განიხილეს ავღანეთში მიმდინარე ტრანზიციის პერიოდი, რომელიც 2014 წელს მთავრდება და რომლის შედეგადაც პასუხისმგებლობა ავღანეთის უსაფრთხოებაზე მთლიანად ავღანეთის შეიარღებულ ძალებს გადაეცემა. რამდენიმე დღის წინ ნატოს გენერალური მდივანი ავღანეთში იმყოფებოდა. იქ მან ავღანელი ჯარისკაცების მომზადების ხარისხი შეაფასა. ანდერს ფოგ რასმუსენი კმაყოფილი დარჩა სამხედროების პროფესიონალიზმით. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამ დღეებში ავღანეთში თალიბების მხრიდან განხორციელებული იერიში სავარაუდოდ არ იყო უკანასკნელი, მაგრამ ეს არანაირად არ ცვლის ტრანზიციის სტრატეგიასა და 2010 წელს ლისაბონში მიღებულ გადაწყვეტილებას.

"ამ ხანგრძლივი და რთული პროცესის განმავლობაში ნატო ავღანეთის გვერდზე იდგება და მას ყველანაირად მხარს დაუჭერს+ -განაცხადა რასმუსენმა.

შეხვედრაზე ისაუბრეს გონივრული თავდაცვის ანუ smart defense-ის კონცეფციაზეც. ეს კონცეფცია მოიაზრებს სწორი პრიორიტეტების დასახვასა და არსებული რესურსების მიმართვას იმაზე, რაც ყველაზე უფრო მეტად აქტუალურია ამ მომენტში.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა ალიანსში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის (missile defense shield) - ის საკითხი. რასმუსენმა ხაზი გაუსვა, რომ ეს სისტემა არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ, როგორც ეს ზოგიერთ მხარეს მიაჩნია. ამ სისტემის მიზანია წინააღმდეგობა გაუწიოს იმ გამოწვევებს, რომლებიც ალიანსის წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას აყენებს ეჭვქვეშ.

მინისტერიალის მეორე დღე - 19 აპრილი აისაფის თემას დაეთმო.

ასევე გაიმართა ნატო-რუსეთის კომისიის სხდომა რომელსაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი-სერგეი ლავროვი დაესწრო. სხდომაზე რასმუსენმა განაცხადა რომ მიუხედავად უთანხმოებისა, ნატო-რუსეთის საბჭოს საერთო ინტერესებიც გააჩნია.

ნატოს ლიდერები დანარჩენ თემებზე მსჯელობას უკვე მაისში, ჩიკაგოში გააგრძელებენ.

XS
SM
MD
LG