ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სანამ ჩიკაგოში გამართულ მსოფლიოს რიგით მეთორმეტე სამიტზე ნობელის პრემიის ლაურიატები სიტყვით წარსდგებოდნენ, ხალხი იმ საშუალო სკოლის მოსწავლეს - მანალ სალეჰს უყურებდა, რომელიც აღრფთოვანებას ვერ ფარავდა:

„და თქვენ გაიგეთ მათ შესახებ, ასევე ნახეთ დოკუმენტური ფილმი, მაგარამ მათთან პრისპირ შეხვდერა საოცრებაა.“

სალეჰს პატივად ხვდა საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტის - მიხეილ გორბაჩოვის წარდგენა. მან ნობელის პრემია იქამდე მიიღო, სანამ სალეჰი დაიბადებოდა.

„მე პრეზიდენტ გორბაჩოვი წარვადგინე, რომლემაც მსოფლიოში მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა... ის ჩემს წინ იდგა და მას ახლოდან ვხედავდი.“

კერი კენედი სამიტის კომიტეტის თანადავმჯდომარეა. იგი ამავდროულად შეერთებული შტატების ყოფილი სენატორის - რობერტ კენედის ქალიშვილიცაა, რომელიც სამიტს შემდეგნაირად აფასებს:

„ეს მსოფლიო ლიდერების კონფერენციაა. მას მხოლოდ ერთი მიზანი აქვს და იმ ერთი ადამიანის ირგვლივ ტრიალებს, რომელმაც თავის დროზე გარკვეული ცვლილებები შეიტანა მსოფლიოს მომავალში.“

საბჭოთა კავშირის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი მიიჩნევს რომ გლობალური პრობლემების დასაძლევად, ისეთი როგორიც სიღარიბე და უმუშევრობაა ახალგაზრდების უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო:

„ რა თქმა უნდა არსებობს ისეთი საკითხები, რომელიც ახალგაზრდებსაც აშფოთებთ. სწორედ ამიტომ მათ საშუალება უნდა მივცეთ რაც შეიძლება აქტიურად იმოქმედონ პრობლემების გადასაწყვეტად.“

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, რომელმაც ნობელის პრემია 2002 წელს მიიღო აცხადებს რომ შვიდობის მოსაპოვებლად, აწმყოში მიმდინარე საკითხების დარეგულირება უმთავრესია:

„კაცობრიობამ უნდა გააცნობიეროს რომ ომი ყოველთვის ბოლოა, ხოლო მშვიდობა ყოველთვის - პირველი.“

სამიტის ჩატარება წინ უსწრებდა ჩიკაგოში პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვედრას მსოფლიოს ლიდერებთან სადაც ის, აღანეთში, ნატოს სამხედრო როლზე იმსჯელებს.

XS
SM
MD
LG