ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფედერალური სასამართლო ე.წ. თავშესაფარი ქალაქების მხარეს იჭერს


აშშ-ის გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი იმიგრაციის პრობლემებზე სიტყვით გამოსვლის დროს.

ჩიკაგოს ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ, თავისი გადაწყვეტილებით, მხარი არ დაუჭირა ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობას, დაესაჯა უკანონო იმიგრანტებისთვის ოაზისებად ქცეული ქალაქები, რომლებიც მათ დეპორტაციისგან იცავდა. დადგენილება ნომერ მეშვიდე სააპელაციო სასამართლომ ხუთშაბათს, ე.წ. თავშესაფარ ქალაქებთან დაკავშირებული საქმის განხილვის შემდეგ გამოიტანა.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, იუსტიციის დეპარტამენტს არ აქვს უფლება გრანტზე უარი უთხრას ისეთ ქალაქებს, როგორიცაა ჩიკაგო, სადაც ადგილობრივი მთავრობა უკანონო იმიგრანტების დევნაზე და დეპორტაციაზე უარს აცხადებს, თუკი მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. საქმე გასულ წელს მას შემდეგ აღიძრა, რაც შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა განაცხადა, რომ რიგ ქალაქებს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ დაწესებულ გრანტებს მოუხსნიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG