ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი სამხრეთის საზღვარზე ეროვნულ გვარდიას განათავსებს


თეთრმა სახლმა ორშაბათს გეგმა წარადგინა, რაც ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე მექსიკასთან ეროვნული გვარდიის განთავსებას გულისხმობს. პრეზიდენტი ტრამპის თქმით, ეს გადაწვეტილება არალეგალური იმიგრაციის მზარდ პრობლემას გადაწყვეტს. ეროვნული გვარდიის სამხრეთ საზღვარზე გაგზავნა ტრამპის საიმიგრაციო აკრძალვების ახალი ასპექტია. ჯერ-ჯერობით გადაწვეტილების დეტალები: ის, თუ რამდენი სამხედრო განთავსდება საზღვარზე, როდის და რას როლი ექნებათ მათ, უცნობია. ამერიკის აქტიურ სამხედრო ნაწილებს ქვეყნის შიდა კანონდაცვითი ფუნქცია არ აქვს. თუმცა ამერიკის პრეზიდენტებმა დღემდე რამდენჯერმე მოახდინეს მათ საზღვარზე განაწილება დამხმარე როლში. ტრამპის გადაწყვეტილება შტატებმა უნდა დაადასტურონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG