1993 წლის პირველ იანვარს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ მეჩიარმა სლოვაკეთის დამოუკიდებლობა გამოცხადა, ბრატისლავას თავზე ცა ფეიერვერკებმა გაანათა. ამით დასრულდა ჩეხოსლოვაკიის ისტორია, რომელიც 1918 წელს ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენდა. მას შემდეგ, ბევრი პოლიტიკოსი ჩეხეთის და სლოვაკეთის კავშირს ხელოვნურს უწოდებდა.
1993 წელს კი 5 მილიონიანი სლოვაკეთი 10 მილიონიან ჩეხეთს გამოეყო. ეს მოვლენა ჩეხოსლოვაკიის ბოლო პრეზიდენტის და ყოფილი დისიდენტის ვაცლავ ჰაველისთვის ერთგვარი რეგრესი იყო, რომელიც ქვეყნის სათავეში 1989 წელს ხავერდოვანი რევოლუციის გზით მოვიდა. თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობამ ჰაველის პოლიტიკას მაღალი შეფასება მისცა, რომლის საშუალებითაც ჩეხოსლოვაკიის ორად გაყოფა უმტკივნეულოდ მოხდა. 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში ჩეხეთის დედაქალაქში ვაცლავ ჰაველის გარდაცვალების წლისთავი აღნიშნეს. პრაღის არქიეპისკოპოსმა კარდინალმა დომინიკ დუკამ ჰაველის მოღვაწეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას მძიმე წლებში მოუხდა ქვეყნის ლიდერობა.
„აქ მთელი მსოფლიოდან შეიკრიბა ხალხი, რათა პატივი მიაგონ ვაცლავ ჰაველს, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში,“ - განაცხადა კარდინალმა.
სლოვაკები ვაცლავ ჰაველს სამხედრო ინდუსტრიის დაკნინებაში სდებდნენ ბრალს, რომლის დაღმასვლაც ვარშავის ბლოკის დაცემის შემდეგ დაიწყო. ამის შედეგად ბევრმა ადამიანმა სამუშაო და შემოსავალი.
თუმცა, ჰაველის პოპულარობა ბოლო წლებში სლოვაკეთში გაიზარდა, როდესაც ქვეყანა პრემიერ მეჩიარის ნაციონალისტური პოლიტიკის გამო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. 1998 წელს როდესაც მეჩიარმა ძალაუფლება დაკარგა, ჩეხეთის პრეზიდენტმა ჰაველმა სლოვაკეთის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას დაუჭირა მხარი. ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება სწორედ ვაცლავ ჰაველის დამსახურებაა. ეს ამჟამინდელი ლიდერების შეხვედრამაც დაადასტურა.
სლოვაკ კოლეგასთან შეხვედრისას ჩეხეთის პრეზიდენტმა ვაცლავ კლაუსმა განაცახდა, რომ ის სლოვაკეთს მეთორმეტედ ეწვია. „ეს ადასტურებს იმ სიახლოვეს, რაც ჩეხოსლოვაკიის გაყოფის მიუხედავად ორ ქვეყანას შორის არსებობს,“ - განაცხადა კლაუსმა. თუმცა, განსხვავება შენარჩუნებულია, როდესაც სლოვაკეთი ევროზონას შეუერთდა, ჩეხეთმა ფულად ერთეულად ისევ კრონა დაიტოვა. სლოვაკეთის პრეზიდენტმა ივან გასპაროვიჩმა განაცხადა, რომ მას ევროზონისადმი უნდობლობის კარგად ესმის. თუმცა ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთის და სხვა ქვეყნების მიზანი ევროკავშირის და ევროზონის გადარჩენა უნდა იყოს.
მართალია, ვალუტა სხვადასხვაა, თუმცა ჩეხური და სლოვაკური მსგავსი ენებია. როგორც ჩეხები და სლოვაკები აცხადებენ, მათმა ხავერდოვანმა განშორებამ დაამტკიცა, რომ საბჭოთა წარსულის ქვეყნებს უთანხმოების მშვიდობიანად გადაწყვეტა შეუძლიათ.