აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რთული პერიოდი უდგათ. ევროკავშირის მიერ გატარებული ანტიკრიზისული ზომები, მათ სოციალური და პოლიტიკურ გარემოზეც აისახება. ევროკავშირის მმართველი ინსტიტუტები წევრი ქვეყნებისგან საბიუჯეტო დანახარჯების შეზღუდვას და ისეთი საფინანსო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ, რაც მილიარდობით დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემთ. რა განწყობებია აღმოსავლეთ ევროკავშირში, ამის შესახებ დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი სტეფან ბოსი ბუდაპეშტიდან არკვევდა.
ევროპული კრიზისისგან ერთერთი ყველაზე მეტად დაზარალებული - რუმინეთია. აქ საპროტესტო გამოსვლები უკვე დაიწყო. ორი კვირის განმავლობაში მკვეთრი პროტესტის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. დემონსტრაციის მონაწილეები ანტიკრიზისულ გეგმას და რუმინეთის დიდ ქალაქებში კორუფციიის გავრცელებას აპროტესტებდნენ. დემოსნტრანტების გაბრაზებული ჯგუფები რუმინული საზოგადოების თითქმის ყველა ფენას მოიცავდნენ. აქ იყვნენ სტუდენტები, პენსიონრები, ექიმები, პედაგოგები. ისინი რუმინეთის პრეზიდენტის და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. პრემიერ-მინისტრმა ემილ ბოკმა კი განაცხადა, რომ მას ესმის მოსახლეობის ამ ნაწილის. მან ორშაბათს თანდებობიდან გადააყენა საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც დემონსტრაციის მონაწილეებს „ბნელი და სულელი“ ხალხი უწოდა.
რუმინული პროტესტი, თავის მხრივ იმ რეფორმებს უკავშირდება, რომელიც ქვეყანაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის მოთხოვნით დაიწყო. სანაცვლოდ ეს ინსტიტუტები რუმინეთს 27 მილიარდინი პაკეტის გამოყოფას დაპირდნენ.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა ხელფასები 25 პროცენტით შეემცირებინა ხოლო გადასახადები კი გაეზარდა. ასევე შემცირდა ჯანდაცვის და საგანმანათლებლო დანახარჯები, რამაც მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაზარდა. მიუხედავად ამისა, პრემიერ-მინისტრი ბოკი კვლავ ცენტრალიზებული ევროპის მხარდამჭერად რჩება.
„ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ევროპის შეერთებული შტატების შესახებ საუბრის. შეიძლება ეს არც დღეს მოხდეს და არც ხვალ, თუმცა მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი ქვეყნების შიგნით და ასევე ევროპულ დონეზე ამაზე საუბარი. რადგან ევროპის შეერთებული შტატები არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქვეყნები დაკარგავენ თავიანთ ქონებას. პირიქით, ეს გააუმჯობესებს ერთად მოქმედების საბოლოო გზებს და უფრო წარმატებულს გახდის გლობალურ კონკურენციას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამაზე საუბარი უნდა დავიწყოთ,“ - განაცხადა რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა.
სხვაგვარად ფიქრობს მეზობელი უნგრეთის ხელისუფლება.
პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უნგრეთისთვის წაყენებული ფინანსური და პოლიტიკური მოთხოვნები მისი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული. მის მიმართ ასევე ძლიერდება კრიტიკა ევროკავშირის და შეერთებული შტატების მხრიდან დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე - ცენტრალურ ბანკზე, მედიაზე და სასამართლოზე სამთავრობო კონტოლის გაძლიერების გამო. ბატონი ორბანი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბარუზოს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ძალიან ძნელია ბალანსის შენარჩუნება ევროკავშირის მოთხოვნასა და მისი ამომრჩევლის სურვილებს შორის.
„ჩემთვის როგორც პოლიტიკოსისთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ გამოვიდე პარლამენტის წინაშე და განვაცხადო: დიახ მე მაქვს იდეა თუ საით უნდა წავიდეთ, მაგრამ ევროკავშირის მოთხოვნების გამო ჩვენ ამაზე უნარი უნდა ვთქვათ. მე ვფიქრობ, ამის შემდეგ ერთი წუთითაც კი ვერ გადავურჩები ამ თემაზე დისკუსიას და როგორც პოლიტიკოსისთვის ეს ძალიან რთული საკითხია,“ - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
თუმცა, ის მზადა შეცვალოს ზოგიერთი კანონი და მოარგოს ევროკავშირის მოთხოვნებს, თუმცა ის ამის გაკეთებას არ ჩქარობს. ასეთ ვითარებაში მხოლოდ უნგრეთი არ არის.
მარტში სლოვაკეთში ვადამდელი არჩევნები გაიმართება, მას შემდეგ რაც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ჩავარდა. ასევე რთული გამოწვევის წინაშე დგას ჩეხეთი. როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირის ფინანსური პრობლემები მომავალ წელსაც გაგრძელდება, როდესაც გაერთიანებას ახალი წევრი - ხორვატია დაემატება.