ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი ხორვატიის არჩევანს მიესალმება


ევროკავშირი ხორვატიის არჩევანს მიესალმება

პრეზიდენტმა ივო იოსიპოვიჩმა კვირას გამართულ რეფერენდუმს "ისტორიული შემობრუნება" უწოდა

ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 66-პროცენტი უჭერს მხარს - ასეთია კვირის რეფერენდუმის საბოლოო შედეგი, რომელიც ხორვატიაში ოფიციალურად დღეს გამოცხადდა.

ევროკავშირი ხორვატიის რეფერენდუმის შედეგებს მიესალმება. ბლოკის 27 წევრის მიერ გადაწყვეტილების საბოლოო რატიფიკაციის შემთხვევაში ხორვატია ევროკავშირის 28-ე წევრი გახდება.

ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეები თვლიან, რომ ეკონომიკურად დასუსტებული ქვეყნისთვის შედარებით ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ბლოკში მოხვედრა ხელსაყრელი იქნება. ოპონენტები კი ხორვატიის სუვერენიტეტის შეზღუდვის და ევროკავშირის არამდგრადი ეკონომიკური განვითარების არგუმენტებს იშველიებენ.

პრეზიდენტმა ივო იოსიპოვიჩმა კვირას გამართულ რეფერენდუმს "ისტორიული შემობრუნება" უწოდა და განაცხადა, რომ ის ელოდება იმ დღეს, როდესაც ევროკავშირს საკუთარ სამშობლოს უწოდებს.

XS
SM
MD
LG