ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხორვატია ხმას ევროკავშირში შესვლას აძლევს


ხორვატია ხმას ევროკავშირში შესვლას აძლევს
ხორვატია ხმას ევროკავშირში შესვლას აძლევს

მოსახლეობის 67 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ხორვატია ევროკავშირში გაწევრიანებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. კვირას გამართულ რეფერემდუმზე ქვეყნის მოქალაქეებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს. ხორვატთა 67 პროცენტი ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს.

ოპონენტები ქვეყნის მიერ სუვერენიტეტის გარკვეულწილად დაკარგვაზე საუბრობენ, მაშინ როცა ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ ხორვატია ეკონომიკურად ბევრად უფრო ძლიერი კავშირისგან დიდ სარგებელს მიიღებს.

პრეზიდენტმა ივო იოსიპოვიჩმა კვირას გამართულ რეფერენდუმს "ისტორიული შემობრუნება" უწოდა და განაცხადა, რომ ის ელოდება იმ დღეს, როდესაც ევროკავშირს საკუთარ სამშობლოს უწოდებს.

თუკი ევროკავშირის თითოეული წევრი ხორვატიის გადაწყვეტილების საბოლოო რატიფიკაციას მოაწერს ხელს, 2013 წლის 1 ივლისს ქვეყანა გაერთიანების 28-ე წევრი გახდება.

XS
SM
MD
LG