ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადიროვი ხანგრძლივი მმართველის რეკორდის გაუმჯობესებას გეგმავს


ჩეჩნეთის ავტორიტარი ლიდერი, რამზან კადიროვი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი (ზურგით)

ჩეჩნეთის ავტორიტარი ლიდერი, რამზან კადიროვი უარყოფს რამდენიმე დღის წინ პოსტის შესაძლო დატოვების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას. ახლა ის პირიქით, ამბობს, რომ 15-წლიანი მმართველობის შემდეგ, გეგმავს რეგიონული ლიდერის 27-წლიანი მმართველობის რეკორდი მოხსნას.

ორშაბათს, გვიან ღამით, კადიროვმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ვიდეო-მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ორი დღის წინ, შესაძლო გადადგომის შესახებ განცხადება თავისი აუდიტორიის "აზრის შესამოწმებლად“ გააკეთა. „ჩემი დრო მოვიდა“ - დაწერა „ტელეგრამის“ ოფიციალურ გვერდზე კადიროვმა, 3 სექტემბერს. ის ამბობდა, რომ "დამსახურებული და უვადო შვებულების დროა".

კადიროვი, ამ დრომდე ის ლიდერია, რომელიც რეგიონში ყველაზე ხანგრძლივად ინარჩუნებს მმართველის პოზიციას. ის ჩეჩნეთს, 2007 წლიდან მართავს.

თუმცა, საკუთარ ბოლო მიმართვაში, კადიროვი რუს პოლიტიკოსზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით რეგიონული ლიდერის პოსტზე 27 წლის განმავლობაში იყო, ახლა კი თავად გადაწყვიტა ეს რეკორდი გააუმჯობესოს. თუმცა ამ ლიდერის ვინაობას კადიროვი არ ასახელებს.

„ვნახოთ, შევძლებ თუ არა ამას“ - წერს კადიროვი და ამბობს, რომ ახლა თანამდებობის დატოვების „უფლება არ აქვს“.

"მონსტრი" რომელიც ვერაფერ განსხვავებულს ვერ ეგუება
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:07:18 0:00

რუსი და საერთაშორისო უფლებადამცველები, კადიროვს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში, წლების განმავლობაში ადანაშაულებენ, მათ შორის, - გატაცებაში, წამებაში, საზღვარგარეთ მცხოვრები ოპონენტების მკვლელობაში, ლგბტ თემის დევნასა და სხვა უფლებების დამრღვევ ქმედებებში.

კრემლის კრიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინი თვალს ხუჭავს კადიროვის დანაშაულებზე, რადგან ჩეჩნეთში სეპარატისტული განწყობების გაკონტროლებაში, ის სწორედ კადიროვს ეყრდნობა. ამასთან, კადიროვმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინაში რუსეთის აგრესიის განახლებაშიც. უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების გვერდით ჩეჩენი მეომრებიც იბრძოდნენ. ცოტა ხნის წინ ის "ტელეგრამზევე" წერდა, რომ რუსეთი უკრაინაში "მსოფლიოს სატანიზმს" ებრძვის და სამხედრო პოზიციები არც ერთი რანგის მებრძოლმა არ უნდა დატოვოს.

XS
SM
MD
LG