ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ექსპერტის რჩევები თბილისს


გლოვის დღე, თბილისი, საქართველო, 7 ივნისი, 2013
ქართული სახელმწიფოს შიდა და საგარეო მდგომარეობის შესახებ ამერიკის ხმას ნიუ იორკში მდებარე საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წამყვანი ანალიტიკოსი ჩარლზ კაპჩანი ესაუბრება.

ამერიკის ხმა: რა სახასიათო ნიშნებს გამოყოფდით ქართული კოაბიტაციის მაგალითზე, როგორ ფიქრობთ, რას ისწავლის ქვეყანა ამ გამოცდილების შედეგად?
კაპჩანი: ქართული დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი გასულ წელს თავისუფალ გარემოში ძალაუფფლების მშივიდობნიანი გადაცემა იყო. ეს იყო მნიშვენლოვანი წინსვლა. ამ ეტაპზე, მგონია, რომ ქვეყანაში სტაბილური, მმართველი კოალიციიისა და სტაბილური ოპოზიციის არსებობის საჭროება დგას, როცა მხარეები ერთმანეთის მიმართ პატივისცემით იქნებიან განმსჭვალულნი. ამ კონტექსტში, მე ვიცი, რომ პარლამენტში, მმართველი გუნდი და ოპოზიცია თანამშრომლობს. რაც შეეხება ხელისუფლების მაღალ ეშელონებს, აქ ურთიერთობაში არსებული პრობლემები განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ქარუთლი პოლიტიკა ბოლო პერიოდში ძალიან პოლარიზებული იყო. მთავარი გამოწვევა აქ წინსვლის გაგრძელებაა, და ძალაუფლების მშვიდობიანი ცვლილებით მოტანილი შედეგების გამოყენება, რათა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ლიბერალური, დემოკრატიული და პლურალისტული საფუძვლები გამყარდეს.
ამერიკის ხმა: ემოციურად, საქართველოს მოსახლეობისთვის ძალიან რთულია ავღანეთში მზარდ დანაკარგთან შეგუება. პოლიტიკოსებს კი ამით ტავსატეხი არ უნელდებათ-მათ, ერთის მხრივ უწევთ ავღანური მისიის დაცვა, და მეორეს მხრივ, ხალხის აღელვების დაშოშმინება. რამდენად ართულებს სამხედრო მისიის სიმძიმე პოლიტიკოსების საქმეს მოსახლეობასთან ურთიერთობაში და რა გზავნილი უნდა შეიმუშავოს მან საზოგადოებისთვის?
კაპჩანი: ქართველი ჯარისკაცების დაკარგული სიცოცხლე განსაკუთრებით სამწუხაროა ავღანეთში. ეს პროცესი კიდევ უფრო ართულებს [საქართველოს] მთავრობის ამოცანას-საკუთარი დანაპირები შეასრულოს ავღანეთში საერთაშორისო კოალიციაში მონაწილეობით. მთავრობამ ხალხი უნდა დაარწმუნოს, რომ მიუხედავად დანაკლისისა, კონტრიბუცია ავღანეთში გაგრძელდება. ამასთან, აღვნიშნავ, რომ საქართველომ მოვალეობაზე მეტი გააკეთა ავღანური მისიის თვალსაზრისით, ამ ქვეყანამ პარტნიორები დაარწმუნა, რომ ავღანური ოპერაციის სიმძიმის გაზიარებაც შეუძლია-მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრი არ არის. თუმცა იმის თქმა-შეუქმნის, თუ არა ავღანეთიდან საჯარისო კონტიგენტის გამოყვანა საშიშროებას ქვეყნის დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანებას-კერძოდ ნატოსა და ევროკავშირში, არ შეიძლება იმდენად, რამდენადაც ამ ორ ორგანიზაციაში საქართველოს უახლოეს მომავალში დაშვება ალბათ მოსალოდნელი არ არის. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალური თბილისის მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში გაგრძელდეს.

ამერიკის ხმა: ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება არაერთგვაროვნად ფასდება დასავლეთში. ერთის მხრივ, ხშირად უკრაინიზაციასთან პარალელებს და დასავლეთთან ინტეგრაციის რისკებზე ახსენებენ მთავრობას, რასაც ხელისუფლება პასუხად ამომრჩევლით მინიჭებულ მანდატს და წარსულის შეცდომების გამოძიების მნიშვნელობას ახვედრებს.
თქვენთვის რომელი შეფასებაა ყველაზე ვალიდური?
კაპჩანი: ჯერჯერობით ძალიან ადრეა კონკრეტული, ცალსახა შეფასების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ეს დაკავებები პოლიტიკურად მოტივირებული, იმდენად რამდენადაც გამოძიება ხშირად არც არის დასრულებული, და არც სასამარლთო მოსმენები გამართულა ყველა შემთხვევაში. ეჭვი არ მაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ პოლარიზებული საარჩევნო კამპანიიის შემდეგ, კვლავ არსებობს მტრობა მხარეებს შორის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამჟამინდელ მთავრობას უფრო მეტი სიფრთხილე მართებს რათა პოლიტიკური მოტივაციის ბრალდება გამოირიცხოს. სიტუაცია სწორედ ამგვარად აღიქმება, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ხელისუფლების პასუხისმგებლობას იყოს უფრო ფრთხილი და სკრუპულოზური როცა პროცესს იწყებს ამა თუ იმ ყოფილი მოხელის წნააღმდეგ.

ამერიკის ხმა: დასავლელი პოლიტიკოსების აზრით, რუსეთი-სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე წარმართული მოქმედებებით ცეცხლის შეწყეტის შეთანხმებას კიდევ ერთხელ არღვევს. ამ კონტექსტში, რამდენად რეალურად გეჩვენებათ მხარეებს შორის კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავების ალბათობა და თუ არა, მაშინ როგორ უნდა გადაწყდეს არსებული კონტროვერსია?
კაპჩანი: მე ვერ ვხედავ რეგიონში სამხედრო კონფლიქტის განახლების საშიშროებას, და ისიც არ მგონია, რომ რომელიმე მხარე-ან საქართველო და ან რუსეთი-ამ ნაბიჯზე წავა.
ფაქტია, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სიტუაცია გაყინულია, და დარწმუნებული ვარ, ამ კონტექსტშისაუკეთესო მიდგომა იქნება ის, რომ ამ ზედაპირზე ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის განვითარდეს. იმის შემდეგ კი რაც ეს ორმხრივი კავშირები აღდგება, დამყარდება ორმხრივი ნდობა და გაბათილდება ურთიერთეჭვები შესაძლებელი იქნება ტერიტორიული საკითხების განხილვაც.

ამერიკის ხმა: როგორ გესახებათ ქართულ-რუსული ურთიერთობების მომავალი? როგორ უყურებთ თბილისიდან ნატოსთან და მოსკოვთან პარალელურ რეჟიმში წარმატებული ურთიერთობების რეალობას?

კაპჩანი: ივანიშვილის მთავრობამ ამ საკითხში საკმაოდ დაბალანსებული მიდგომა აჩვენა: საქართველოს ახლანდელი მთავრობა-ერთის მხრივ რუსეთთან ურთიერთობებზე მუშაობს, დაიწყო სავაჭრო ურთიერთობების გამოცოცხლებაც. თუმცა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოსკოვთან ურთიერთობებში დამაბრკოლებელ ფაქტორებად რჩება.
მეორეს მხრივ კი თბილისი დავსავლურ ინსტიტუციებთან ურთიერთობების გაღრმავებას ესწრაფვის.
ახალმა მთავრობამ არ უნდა გაიმეოროს წინა მთავრობის შეცდომა, როცა ხელისუფლება გამოსავალს ორიდან ერთ მიდგომაში ხედავდა და სწორად თვლიდა ერთერთთან ურთიერთობას მეორის ხარჯზე.
მიმაჩნია, რომ ორივე ფლანგზე ურთიერთობების მოწესრიება შესაძლებელია. კარგი მაგალითია პოლონეთი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და იმავდროულად, რუსეთთან ურთიერთობების დაახლოებაზეც მუშაობს. მიმაჩნია, რომ სწორედ ეს გზა უნდა აირჩიოს საქართველომაც.
XS
SM
MD
LG