ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი დღეს ბელგიის სასამართლოს წინაშე წარდგება


კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი კარლეს პუიგდემონტი და ოთხი მინისტრი დღეს ბელგიის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს. დაგეგმილია იმ საქმის მოსმენა, რომელიც ესპანეთის მიერ გამოცემულ დაკავების ორდერს ეხება.

სასამართლომ დახურულ კარს მიღმა უნდა მოისმინოს პროკურორებისა და ადვოკატების არგუმენტები. ამის შემდეგ კი უნდა გადაწყდეს მოხდება თუ არა მათი ექსტრადირება ესპანეთში, სადაც მათ ამბოხისა და რეგიონის მიერ დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარებაში ედებათ ბრალი.

ესპანეთის სასამართლომ პუიგდემონტისა და მისი 4 ყოფილი მინისტრის დაკავების ორდერი მას შემდეგ გამოსცა, რაც ისინი 4 კვირის წინ ბრიუსელში გაემგზავრნენ და მოთოხვნის მიუხედავად სასამართლოში დაკითხვაზე არ გამოცხადნენ. ისინი ამბობენ, რომ ესპანეთში სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვთ.

XS
SM
MD
LG