ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბელგიაში კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობიდან გაათავისუფლეს


კვირას, კატალონიის გადაყენებული ლიდერი კარლეს პუიგდემონტი და კატალონიის მინისტრთა კაბინეტის ოთხი წევრი პატიმრობიდან გირაოს გადახდის საფუძველზე გაათავისუფლეს. მანამდე ისინი ბელგიის მართლმსაჯულებას თვითონ ჩაბარდნენ, რითაც ესპანეთში შესაძლო ექსტრადიციის წინაშე აღმოჩნდნენ. ესპანეთის მთავრობა მათ ბრალად ამბოხებას სდებს.

ესპანეთის მიერ მათი დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, ეს ხუთი პირი ბელგიის პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ხუთი კატალონიელი პოლიტიკოსის პატიმრობაში ყოფნის მიზეზი არ არსებობდა და გაათავისუფლა იმ პირობით, რომ ბელგიაში დარჩებიან და ორ კვირაში სასამართლო სხდომაზე გამოცხადდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG