ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორი კარდინი: უკრაინა მარტო ვერ შეძლებდა თავდაცვას ამერიკისა და მოკავშირეების დახმარების გარეშე


ამერიკამ უკრაინას დამატებითი 457.5 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო ქვეყანაში ინსტიტუტების გასაძლიერებლად. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღიდან, ამერიკა დასავლელ პარნტიორებთან ერთად, უკრაინის დახმარებას სამხედრო, ეკონომიკური, თუ ჰუმანიტარული გზებით ცდილობს. დახმარების ნაწილია რუსეთის და რუსი ოლიგარქების, ასევე ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებაც. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხშირად ისმის კრიტიკა, რომ დასავლეთი საკმარისს არ აკეთებს უკრაინის დასახმარებლად.

რა ტიპის დახმარება გაუწია ამერიკამ, პარნტიორებთან ერთად, უკრაინას? შეიძლება თუ არა მეტის გაკეთება და რა მნიშვნელობა აქვს უკრაინის გამარჯვებას რეგიონისთვის? ასევე, როგორ შეიძლება, რომ ომის დასრულების შემდეგ, რუსი ომის დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი დაყენება? ამ თემებზე "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი მარიამ უგრეხელიძე ამერიკის სენატორს და ჰელსინკის კომისიის თავდმჯდომარეს ბენ კარდინს ესაუბრა.

სენატორო, დიდი მადლობა, რომ ნტერვიუსთვის დრო გამონახეთ. რამდენიმე დღის წინ, ჰელსინკის კომისიას მოსმენა გამართა, სადაც ის უკრაინელები წარსდგნენ, რომლებმაც ომს თვალი გაუსწორეს. ისინი დეტალურად ყვებოდნენ საკუარი გამოცდილების შესახებ. რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ მოსმენაზე გაჟღერდა?

გამარჯვება იქნება უკრაინისთვის სუვერენტიტეტის სრულად აღდგენა და ასევე იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა, ვინც საერთაშორისო დანაშაულებები ჩაიდინა. 

პირველ რიგში ის, რომ რუსეთის არაპროვოცირებულ თავდასხმას უკრაინაზე, სუვერენულ სახელმწიფოზე, ძალიან ტრაგიკული შედეგები აქვს. უკრაინელები ძალიან მამაცები არიან. მათი სამხედროები შეუდარებლად იბრძვიან, რუსეთის ძალები იძულებული გახდნენ, რომ უკან დაეხიათ. ისინი [უკრაინელი სამხედროები] იცავენ უკრაინას, თავიანთ სუვერენიტეტს და ამას არაჩვეულებრივად აკეთებენ.

რუსულ ძალებს ზღვარი არ აქვთ - მათ ომის დანაშაულები ჩაიდინეს, მოკლული და ნაწამები არიან სამოქალაქო პირები. ჩვენ [ჰელსინკის კომისიამ] ინფორმაცია უშუალოდ იმ პირებისგან მივიღეთ, ვინც უკრაინაში ჰუმანიტარული მიზნებით იყვნენ. ისინი მედიკოსები არიან, რომლებიც დააკავეს და აწამეს რუსმა სამხედროებმა. ამან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა საშინელი დანაშაულებები ჩაიდინა ამ სამხედრო კამპანიის დროს. იმისთვის, რომ ეს ომი დასრულდეს, ომის დანაშაულების ჩამდენების პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

როგორ ხედავთ ამ ამბის გაგრძელებას? თქვენ პასუხიმსგებლობა ახსენეთ. როგორ შეუძლია დასავლეთს რუსეთს პასუხი აგებინოს ამ ყველაფერზე?

-ნათელია, რომ პასუხისგება მოხდება უკრაინული კანონმდებლობის მიხედვით. თუმცა, სახეზეა საერთაშორისო ნორმების, საერთაშორისო სტანდარტების დარღვევა, ადამიანის უფლებებისა ამ ომის წარმოებისას, ამიტომ საჭიროა საერთაშორისო ანგარიშვალდებულებაც არსებობდეს. ეს შეიძლება იყოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით, ან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ან მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი სპეციალური ორგანოების მეშვეობით.

რუსულ ძალებს ზღვარი არ აქვთ- მათ ომის დანაშაულები ჩაიდინეს, მოკლული და ნაწამები არიან სამოქალაქო პირები

სხვადასხვა გზა არსებობს იმისთვის, რომ მათ პასუხი აგონ, ამ საერთაშორისო დანაშაულებების ჩადენისთვის. თუმცა, უნდა დადგეს იმ ინდივიდუალური პირების პასუხისმგებლობაც, ვინც დანაშაულებებს სჩადის და ასევე პასუხი უნდა მოეთხოვოთ იმ ზიანისთვისაც, რაც უკრაინას მიადგა. ამისთვისაც საერთაშორისო ძალისხმევა იქნება საჭირო, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი, ვინც ომის დანაშაულებს სჩადიან, პასუხს აგებენ, მათ შორის ფინანსურადაც.

-ამერიკა და დასავლელი პარტნიორები, უკრაინას, რუსეთის შეჭრის პირველივე დღიდან ეხმარებიან. თუმცა, მაინც გვესმის კრიიკა იმის შესახებ, რომ იარაღი საკმარისად სწრაფად არ მიეწოდება უკრაინას, ან რომ არ მიეწოდება იმ რაოდენობით იმ ტიპის, რაც მათ სურთ. ამ შემთხვევაში, გრძელი რადიუსის მქონე რაკეტებს ვგულისხმობ. იტყოდით, რომ დასავლეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის დასახმარებლად? შეუძლია თუ არა ამერიკას მეტი გააკეთოს, რომ უკრინას რუსეთის დამარცხებაში დაეხმაროს?

-მე პირდაპირ უკრაინელებს ვესაუბრები და ვიცი რამხელა მხარდაჭერას იღებენ ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ფინანსური დახმარება, შეიარაღება ჩვენგან და ჩვენი პარტნიორებისგან უპრეცედენტოა და ათობით მილიარდ დოლარს შეადგენს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის.

საერთაშორისო  ძალისხმევა იქნება საჭირო, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი, ვინც ომის დანაშაულებს სჩადიან, პასუხს აგებენ, მათ შორის ფინანსურადაც. 

უკრაინა მარტო ვერ შეძლებდა თავის დაცვას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების დახმარების გარეშე. ისინი უკიდურესად მადლობლები არიან ჩვენი განგრძობითი დახმარების და ახლა კიდევ უფრო მეტ დახმარებას იღებენ.

მესმის, რომ შეიძლება ყველაფერი უნდათ, მაგრამ ჩვენ, ნამდვილად, მივეცით მათ ადეკვატური რესურსები იმისთვის, რომ ერთ-ერთ ყველაზე დიდ არმიას, რუსულ არმიას შეებრძოლონ. ასე რომ, დიახ, ვფიქრობ ჩვენ ვასრულებთ მათ მოთხოვნებს. ამერიკელმა ხალხმა, ისევე როგორც ჩვენმა მოკავშირეებმა, ეს შეასრულეს, რითაც დიდი განსხვავება მოიტანეს და საშუალება მისცეს უკრაინელ ხალხს, თავი დაეცვათ.

ეს ვალდებულება, ჩართულობა ასე უნდა გაგრძელდეს. ჯერ არაფერი დამთავრებულა. რა თქმა უნდა, იქნება მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც შევძლებთ და ისეთებიც, რომელთაც ვერ შევასრულებთ. ჩვენც გვაქვს შესაძლებლობების ზღვარი, თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დავეხმარეთ თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდაში.

ხშირად გვესმის, რომ ადრე თუ გვიან, უკრაინა რუსეთს დაამარცხებს. როგორი წარმოგიდგენიათ რუსეთის დამარცხება?

პირველ რიგში, ეს გეოგრაფიულად გამოიხატება. როგორც ვხედავთ, ტერიტორიების ნაწილი, რომელიც ბრძოლის ველზე რუსეთმა მიიტაცა, ახლა ისევ უკრაინელებმა დაიბრუნეს. ასე რომ, ამის [რუსეთის დამარცხების] ნაწილი ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენაა.

ჩვენ გვესმის, რომ რუსეთის უკრაინაში ხელმეორედ შეჭრამდეც, ისინი უკვე იყვნენ შეჭრილები უკრაინაში, ყირიმში და სხვა ნაწილებში, დონბასის რეგიონში. ამ ბოლო შეჭრამდეც, რუსული ძალები უკრაინაში იყვნენ.

უკრაინა მარტო ვერ შეძლებდა თავის დაცვას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების დახმარების გარეშე. ისინი [უკრაინელები] უკიდურესად მადლობლები არიან ჩვენი განგრძობითი დახმარების და ახლა კიდევ უფრო მეტ დახმარებას იღებენ.

გამარჯვება იქნება უკრაინისთვის სუვერენტიტეტის სრულად აღდგენა და ასევე იმ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა, ვინც ომის დანაშაულები ჩაიდინა.

არც ისე დიდი ხნის წინ, რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ოთხ (დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპარიჟიის და ხერსონის) რეგიონში რეფერენდუმები შესახებ გამოაცხადა, სადაც მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, სურთ თუ არა რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ . რეფერენდუმი რუსეთს უკრაინის მეტი ტერიტორიის ანექსირების საშუალებას მისცემს - შეცვლის თუ არა ეს რამეს უკრაინის, ან საერთაშორისო საზოგადოებისთვის?

რა თქმა უნდა, არა. ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ვიცავთ ისაა, რომ საზღვრები არ იცვლება ძალის გამოყენებით და ეს სწორედ ისაა, რასაც რუსეთი ცდილობს. რუსეთს უკრაინაზე დიდი სამხედრო ძალა აქვს. წარმოიდგინეთ რამდენ სახელმწიფოს შეიძლება ჰყავდეს მეზობელი, რომელსაც მასზე დიდი სამხედრო ძალა აქვს. საზღვრები სამხედრო ძალის გამოყენებით არ იცვლება.

უკრაინის ნაწილებში რუსეთის შეჭრის გამო, მოსახლეობის უმეტესობამ ტერიტორია დატოვა. რეფერენდუმის ჩატარება კი შეუძლებელია, როდესაც არ არსებობს სტაბილურობა ტერიტორიაზე და არ გყავს მოსახლეობა, რომელიც დაბრუნდა. ასე რომ, ეს უაზრო ქმედება იქნება და მხოლოდ რუსეთის არალეგიტიმურობას გახდის ლეგიტიმურს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია.

XS
SM
MD
LG