ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარდინი: სამარცხვინოა, რომ "ქართული ოცნების" ლიდერები ყურადღების გადატანას ცდილობენ


შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს „ამერიკი ხმის“ შეკითხვის პასუხად, წერილობით ეხმიანება. ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი ბენ კარდინი აცხადებს, რომ „სამარცხვინოა“ ქართული ოცნების ლიდერების მცდელობა მოახდინონ ჟურნალისტების დისკრედიტაცია.

"ბოლო პერიოდში, ჟურნალისტებზე თავდასხმა თბილისში შოკისმომგვრელი და მიუღებელია. ამ ძალადობის შემოქმედები უნდა გასამართლდნენ", - აცხადებს სენატორი.

კარდინი მოუწოდებს მათი დასჯისკენ „ვინც პასუხისმგებელია ლაშქარავას გარდაცვალებაზე“.

"5 ივლისს, პრაიდის [მომხრე] მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო "ქართული ოცნების" ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ. ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ ქართული ოცნების ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდნენ", ამბობს ის.

ჰელსინკის კომისია ამერიკის მთავრობის სააგენტოა, რომელიც 1975 წელს შეიქმნა ჰელსინკის საბოლოო აქტის ვალდებულების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით. ის ამერიკის კონგრესის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კომპლექტდება.

5 ივლისს, თბილისში, განვითარებული მოვლენებისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, რამდენიმე საათის განმავლობაში რადიკალური ჯგუფები თბილისის ქუჩებში აქტივისტებს ეძებდნენ და დაარბიეს ორგანიზაციების „თბილისი პრაიდი“ და "სირცხვილიას" ოფისები. ტელეოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 20-მდე ადამიანი დაესხა თავს 5 ივლისს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებებისას, მომხდარიდან 5 დღეს გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG