ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს კიბოს საერთაშორისო დღეა


კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა ძირითადად განვითარებად და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მატულობს

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ კიბოს საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალი კვლევა გამოაქვეყნა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2008 წელს კიბოსგან 7.6 მილიონი ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, ყოველწლიურად დაახლოებით 13 მილიონ ადამიანს უსვამენ ექიქმები კიბოს დიაგნოზს.

კვლევის თანახმად, კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა ძირითადად განვითარებად და დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მატულობს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ქრონიკულ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ანდრეა ულრიჩის ამბობს, რომ სამომავლო გათვლები შემაშფოთებელია:

„მოსახლეობის დაბერებასთან და ისეთი რის ფაქტორების არსებობასთან, როგორიც თამბაქოს პროდუქტების მოხმარებაა, მომავალი 20 წლის მანძილზე კიბოთი დაავადებული ადამიანების რაოდენობა სავარაუდოდ გაორმაგდება. მოწევა, ალკოჰოლის სმა, სიმსუქნე და ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, კიბოს გამომწვევი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორებით.“

მისივე თქმით, ადამიანებს კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის ერთი მესამედის თავიდან აცილება შეუძლიათ, თუ მოწევას თავს დაანებებენ და ჯანსაღ კვებასა და ვარჯიშს დაიწყებენ.
XS
SM
MD
LG