ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი აღმოჩენა მედიცინის დარგში


ბცჟ ვაქცინა მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ გამოდგება

მსოფლიოში ერთერთმა უძველესმა ვაქცინამ ახალი ფუნქცია შეიძინა. კალმეტ გერენის ბაცილა ანუ ბცჟ ვაქცინა 80 წლისაა და ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ გამოიყენება. თუმცა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ ვაქცინით მეორე ტიპის დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა შეიძლება. აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის დიაბეტი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფორმაა.

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა კვლევებით დაადგინეს, რომ ბცჟ ვაქცინა ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში ინსულინის გამომუშავებას.

პროფესორი დენის ფაუსტმანი, რომელიც კვლევის ჯგუფის ხელმღვანელია აღნიშნავს, რომ ლაბორატორიაში თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა წარმატებით ჩაიარა. ექიმებს იმედი აქვთ, რომ ანალოგიური შედეგები ექნება ვაქცინას დიაბეტით დაავადებულ პაციენტებზეც.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG