ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეჟისორი დევიდ კამერონი ჩინეთს სტუმრობს


ჩინეთში ვიზიტმა ჯეიმს კამერონზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ჩინელი გულშემატკივრებისა და რეჟისორების ინტერესის გამო მოახდინა.

ამერიკის ხმის კითხვაზე თუ რას ფიქრობს იგი ჩინელი ფანების აქტიურობისა და ყურადღების შესახებ, გასაკუთრებით კი მას შემდეგ რაც ფილმ „ავატარის“ ეკრანებზე გამოჩენის შემდეგ ჩინეთში მთასაც კი კინოსურათის გმირის სახელი დაერქვა.

კამერონი: ეს ძალიან საინტერესოა. მე პირადად შევამოწმე ეს ფაქტი და აღმოვაჩინე, რომ ეს სინამდვილეს შეესაბამება. „ავატარი“ იმ დროს ყველა ჩინელ ფანს ნანახიც კი არ ჰქონდა. მაგრამ ინტერესი უზომო იყო და როგორც ჩანს ფილმმა დიდი გავლენა მოახდინა ხალხზე. რაც შეეხება მთას, ეს ადგილობრივი ტურისტული სააგენტოს გადაწყვეტილებით მოხდა. მთა ჰიუნანის პროვინციაში მდებარეობს, პირადად ეს ადგილი არ მინახავს, მაგრამ ფოტოებზე ძალიან მომწონს ეს მიდამო.

ამერიკის ხმა: როგორ უპასუხებთ კრიტიკოსებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ სამ განზომილებიანი ფილმები სასაცილოდ გამოიყურება?

კამერონი: ამ კითხვას არასწორ პიროვნებას უსვამთ. მეც ანალოგიურად რომ ვფიქრობდე, მაშინ არ გადავიღებდი სამგანზომილებიან ფილმებს და არც ასე მონდომებული ვიქნებოდი სამგანზომილებიანი მოწობილობები და დანადგარები შემეძინა. ყველაფერი რაც აქამდე სამ განზომილებიანი ფილმების შესახებ მითქვამს არის ჩემი აქცენტი ხარისხზე და იმ გამოცდილებაზე რომელსაც ჩვენ მაყურებელს ვუქმნით-არ აქვს მნიშვნელობა ტიტანიკის მსგავს ეპიურ ფილმს გადავაკეთებთ თუ თავიდანვე სამ განზომილებიან სისტემაში შევქმნით კინოსურათს. მე ყოველთვის მაფიქრებს თუ როგორ შევქმნა და მივიტანო ხარისხიანი პროდუქტი ეკრანამდე და სამ განზომილებიანი ხედვა უკეთესია, რამეთუ სამყაროს სწორედ ასე აღვიქვამთ. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი გასართობი ინდუსტრია სამ განზომილებიან მასშტაბებს შეიძენს. ამ პროცესს ორი ათწლეული მაინც დაჭრდება. არ აქვს მნიშვნელობა შავ-თეთრი იქნება თუ ფერადი. ყველაფერი მომავალში სამ განზომილებიანი იქნება.

შემდეგი კითხვა რომელიც ამერიკის ხმის ჟურნალისტმა რეჟისორს დაუსვა მის უნიკალურ მოგზაურობას შეეხებოდა მარიანას ღრმულის ფსკერზე.

რა შეისწავლეთ და როგორი იქნება თქვენი პროექტი ამ მოგზაურობიდან?

კამერონი: ჩვენ ფაქტობრივად პლანეტის ფსკერი შევისწავლეთ. ეს მოგზაურობა რამდენიმე კუთხით იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი წმინდა ბიოლოგიური თემაა, ოკეანის ფსკერზე ბევრი უცნობი ორგანიზმი ცხოვრობს, ისეთები რომელთა შესახებ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, ყველა ეს ორგანიზმი ამოუცნობი და მისტიურია. მეცნიერებმა მეტი უნდა გაიგონ ასეთი ცხოვრების შესახებ. გეოლოგიური კუთხით, ასევე მნიშვნეოვანი იყო ჩვენი მოგზაურობა. ოკეანის ფსკერზე ქანები ერთმანეთს ენაცვლებიან, და იქ უზარმაზარი რაოდენობის ენერგია გამოიყოფა. ამის ასტურია ხშირი მიწისძვრები, განსაკუთრებით კი წყნარი ოკეანის ფსკერზე. იაპონიის გამანადგურებელი ცუნამიც ერთერთ ყველაზე ღრმა წერტილიდან დაიწყო და შესაბამისად მათზე მეტის ცოდნა გვმართებს. საყურადღებოა, რომ ამ ეტაპზე არცერთი ქვეყნის მთავრობას შესატყვისი ფინანსური რესურსი არ გააჩნია ანალოგიური ექსპედიციების დასაფინანსებლად. ჩვენი ერთერთი მიზანი იყო ის, რომ დაგვემტკიცებინა, რომ პატარა ჯგუფი დიდი მონდომების და მუშაობის შემდეგ მართლაც ქმნის ხომალდს, რომელიც ბევრად უსწრებს წინ ნებისმიერი მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტსა და შესაძლებლობას. ჩემი ფილმი, რომელსაც ამ მოგზაურობას მივუძღვნი, დეტალებს გააშუქებს-რა ცხოვრებაა ოკეანეში, რა უნდა შეისწავლონ მეცნიერებმა და თუ როგორ შევქმენით ეს ხომალდი, როგორ დავაკომპლექტეთ ჩვენი გუნდი და რისი გაკეთება გვინდოდა.

"ამერიკის ხმის" ბოლო კითხვაზე მართლა აპირებს თუ არა ჯეიმს კამერონი სხვა ცნობილ ადამიანებთან, კერძოდ ნავთობის მაგნატ როს პეროსთან და გუგლის დამფუძნებელ ლარი პეიჯთან ერთად ასტეროიდის შესწავლას, კამერონი გვპასუხობს:

"ხმები ჩემი მონაწილეობის შესახებ ამ პროექტში გადაჭარბებულია. მე ინვესტორად ვერ გამოვდგები. უბრალოდ ამ პროექტს ვუჭერ მხარს და არ დაგიმალავთ მაინტერესებს კოსმოსის კვლევასთან დაკავშირებული ინიციატივები. წარსულში ამერიკის კოსმოსის კვლევისა და აერონავტიკის სააგენტოსთან ვთანამშორლობდი, და ვიყავი წევრი გუნდისა, რომელმაც მარსზე სპეციალური ლაბორატორია გადაიტანა."

XS
SM
MD
LG