ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოლივუდის ცნობილი რეჟისორი ჯეიმს კამერონი ოკეანის ფსკერს დაუბრუნდა მას შემდეგ, რაც მან დედამიწის ყველაზე ღრმა წერტილში იმოგზაურა. ფილმ "ტიტანიკის" რეჟისორი სპეციალურად მოწყობილ წყალქვეშა გემით "Deepsea Challenger"-ით 11 კილომეტრ სიღრმეში მარიამის ღრმულის ფსკერამდე ჩავიდა. მან ფსკერზე რამდენიმე საათი დაჰყო, რომლის დროსაც იღებდა ფოტოებსა და ვიდეო მასალებს, ასევე აგროვებდა სინჯებს ოკეანის ფსკერიდან მეცნიერული გამკვლევებისთვის. რეჟისორმა მოახერხა გზავნილის მიწოდებაც ხმელეთზე, სადაც ის იტყობინება, რომ ფსკერზე დაშვების მომენტი საუკეთესო განცდა იყო მის ცხოვრებაში და ის სულმოუთქმელად ელის ამ მასალების საზოგადოებისთვის გამჟღავნებას.

XS
SM
MD
LG