ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კალიფორნიის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ხანძარია


მეხანძრეების მთელი ყურადღება კალიფორნიაში ახლა ლოს-ანჯელესის ჩრდილო-დასავლეთით გაჩენილი ხანძრისკენაა მიპყრობილი. იქ 160 კვადრატული კილომეტრი იწვის. მობილიზებულია ათასობით მეხანძრე.

წლევანდელი ხანძრები შტატის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასიური და დესტრუქციულია. სანტა-ბარბარას საგრაფოში 930 კვადრატული კილომეტრი დაიწვა და 800-ზე მეტი შენობა განადგურდა. მთელ შტატში ევაკუირებული მოსახლეობის რაოდენობა 200 ათასს აჭარბებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG