ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბირმის ოპოზიციის ლიდერს, აუნ სან სუ ჩის არჩევნებში ეროვნული დემოკრატიული პარტიის გამარჯვება მიულოცა.
"არჩევნები და ახალი მთავრობის ჩამოყალიბება ბირმის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი, წინგადაგმული ნაბიჯი იქნება"-ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
წინასწარი მონაცემებით, აუნ სან სუ ჩის პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა მმართველ პარტიაზე.