ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვადამდელი არჩევნები ბულგარეთში


ხმის მიცემა სოფიაში, ბულგარეთი

ბულგარეთში მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე წინასწარი შედეგებით ორი პარტია ლიდერობს, რომელთა შორის ამ ეტაპზე მჭიდრო კონკურენციაა. ესენია: ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის მმართველი კოალიცია "მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისათვის“ (GERB) და ანტიელიტური ჯგუფი "არის ასეთი ხალხი" (ITN), რომელსაც სატელევიზიო შოუმენი სლავი ტრიფონოვი მეთაურობს.

საბოლოო ოფიციალური შედეგები 15 ივლისს გამოცხადდება. არჩევნებში მონაწილეობის უფლება 6,7 მილიონ ბულგარელს ჰქონდა. სასწორზე კი 240 კანონმდებლის მანდატი იყო. ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლების ჯგუფი აცხადებს, რომ 12 ივლისს ჩატარებული არჩევნები იყო "კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო".

ბიულეტენების 99% უკვე დათვლილია. ორივე წამყვანმა პარტიამ თითქმის თანაბარი შედეგები აჩვენა. ტრიფონოვის პარტიას ბოლო ინფორმაციით ხმების 23,91% აქვს მოპოვებული, ბორისოვს კი - 23,69%. დაახლოებით იგივე შედეგებს აჩვენებდა "გალოპის" მიერ ჩატარებული გამოკითხვა, რომელიც ორივე პარტიას 23-23 პროცენტიან მხარდაჭერას უწინასწარმეტყველებდა.

მესამე ადგილზეა ბულგარეთის სოციალისტური პარტია (BSP) ხმების 13,5 პროცენტით. ლიბერალებმა, დასავლური ორიენტაციის პარტიამ სახელად "დემოკრატიული ბულგარეთი", 12,5% მიიღო. ძირითადად ეთნიკურად თურქი მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილ პარტიას "უფლებების და თავისუფლებებისთვის" (DPS) 10,6% აქვს, ყოფილი სახალხო დამცველის, მაია მანიოლოვას ცენტრისტულ-მემარცხენე პარტიას კი - 5%.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG