ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფაშინიანის პარტიამ არჩევნებზე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა


ნიკოლ ფაშინიანი საპარლამენტო არჩვევნებზე. 20 ივნისი, 2021.
ნიკოლ ფაშინიანი საპარლამენტო არჩვევნებზე. 20 ივნისი, 2021.

ხმების 100 პროცენტით დათვლის შემდეგ, სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების შედეგები გამოაცხადა. პარტიამ "სამოქალაქო შეთანხმება", რომელსაც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლ ფაშინიანი უდგას სათავეში, ხმების 53.9 პროცენტი მიიღო.

საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ფაშინიანი თანამოქალაქეებს მოუწოდებდა, მოეთოკათ ბრაზი, აზერბაიჯანთან მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით. მისი მთავარი მეტოქე იყო სომხეთის ექსპრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ბლოკი „ჰაიასტანი“, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 21% მოიპოვა.

არჩევნებში მონაწილეობდა კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, რომლიც ოპოზიციურმა ბლოკმა 7%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და ხმების მხოლოდ 5.2 პროცენტი მიიღო. თუმცა, სომხეთის კანონებით, თუკი საპარლამენტო არჩევნებზე მხოლოდ ორი პარტია გაიმარჯვებს, მესამე პარტიას ან ბლოკს მიეცემა შანსი დაიკავოს კანონმდებლების სავარძელი.

ფაშინიანმა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ერევანში დაწყებული ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ დანიშნა. მოსახლეობის უკმაყოფილება და მასობრივი აქციები აზერბაიჯანთან მთიან ყარაბაღზე მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მოჰყვა, რომელმაც ექვსკვირიანი კონფლიქტი ბაქოს სასარგებლოდ დაასრულა.

20 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 21-მა პარტიამ და 4-მა ბლოკმა. ამომრჩეველთა აქტივობა კვირას გამართულ არჩევნებზე 49.4% იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG