ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის სასამართლომ ჟურნალისტი არ გაამართლა


ჟურნალისტი დევიდ მირანდა
ჟურნალისტი დევიდ მირანდა
ბრიტანეთის უზენასმა სასამართლომ ბრიტანელი ჟუნალისტის წინააღმდეგ ქვედა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. დევიდ მირანდა შარშან ლონდონში დააკავეს. მას ამერიკის დაზვერვის ყოფილი კონტრაქტორის ედუარდ სნოუდენის მიერ გადაცემული ამერიკის მთავრობის საიდუმლო დოკუმენტები ჰქონდა თან.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მირანდას დაკავება და დაკითხვა „ლეგიტიმური“ იყო. მირანდა, ჟურნალისტ გლენ გრინვოლდის პარტნიორია, რომელმაც სნოუდენის მიერ გადაცემული საიდუმლო მასალა პირველმა გაავრცელა პრესაში.

მირანდა ჰითროუს აეროპორტში დააკავეს. მას 60 ათასამდე საიდუმლო დოკუმენტი ჰქონდა კოდირებულ მოწყობილობაზე. დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა მას დაახლოებით 9 საათიანი დაკითხვა მოუწყეს. მირანდასა და გრინვოლდის ადვოკატები მთავრობას ტერორისტების წინააღმდეგ არსებული კანონმდებლობის ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენებაში ადანაშაულებენ.
XS
SM
MD
LG