ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სნოუდენი რუსეთის ჯაშუშობას უარყოფს


A member of the Iraqi security forces runs to plant the national flag during clashes to regain Tikrit from Islamic State militants.
A member of the Iraqi security forces runs to plant the national flag during clashes to regain Tikrit from Islamic State militants.
ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს ყოფილი კონტრაქტორი უარყოფს რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებას და აცხადებს, რომ ამერიკის მთავრობის საიდუმლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაჟონვის საქმეზე მარტო მუშაობდა.

ედუარდ სნოუდენმა ჟურნალ „ნიუ იორკერს“ ინტერვიუ კოდირებული მეთოდით მოსკოვიდან მისცა. მისი თქმით, რუსეთის ჯაშუშობის ბრალდება „აბსურდია.“ ის აცხადებს, რომ არანაირი დახმარება არ მიუღია არავისგან, მათ შორის, უცხო ქვვეყნის მთავრობისგან.

უკრანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, ამერიკელი კანონმდებლები სამხილის წარმოდგენის გარეშე აცხადებენ, რომ სნოუდენს ერთ-ერთი ქვეყნის მთავრობა ეხმარებოდა. 30 წლის კონტრაქტორმა ამერიკის ეროვნული უშიშროების სააგენტოს 1.7 მილიონი საიდუმლო დოკუმენტი მოიპარა და რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
XS
SM
MD
LG