ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძლიერი ქარი ბრიტანეთში


ბრიტანეთში ძლიერი ქარის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია

ბრიტანეთში დღეს დილიდან ძლიერი ქარის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია. დაახლოებით 160 კილომეტრი საათში სიჩქარის ქარს დიდი რაოდენობით ნალექი მოჰყვა.

შტორმი წუხელ გვიან ღამით დაიწყო. ძლიერი ქარისა და წვიმის გამო ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე გზა და ხიდი დაიკეტა. გარდა ამისა, გაუქმდა სახმელეთო, სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლები. ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა ფრენების 20 პროცენტი გააუქმა.

შტორმი დღეს ჩრდილოეთით გადაადგილდება და ნიდერლანდებსა და შვედეთს დღის ბოლოს მიაღწევს, სადაც სინოპტიკოსები ძლიერ წვიმასა და ქარს ვარაუდობენ.

XS
SM
MD
LG