ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძლიერი ტაიფუნი იაპონიაში


ვიფამ ყველაზე მეტად ტოკიოს სამხრეთით მდებარე კუნძული იზუ ოშიმა დააზარალა

ტაიფუნმა ვიფამ იაპონიის სანაპირო ზოლიდან ხმელეთზე გადაინავცლა. ვიფა იაპონიაში უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი ტაიფუნია. მას ხმელეთზე ძლიერი ქარი და წვიმა მოჰყვა, რომლის შედეგად გამოწვეული მეწყერების გამო ქვეყანაში სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა.

ვიფამ ყველაზე მეტად ტოკიოს სამხრეთით მდებარე კუნძული იზუ ოშიმა დააზარალა. ოფიციალური პირების განცხადებით 50 ადამიანი ჯერ ისევ უგზო-უკვლოდაა დაკარგული.

სტიქიური უბედურების შედეგად ტოკიოში შეჩერებულია საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე დახურულია სკოლები და ოფისები.

ტოკიოში ზარალი მინიმალურია, თუმცა მაშველები ორ ბავშვს ეძებენ, რომლებიც ტაიფუნის მოახლოებამდე სანაპიროზე თამაშობდნენ.
XS
SM
MD
LG