ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონში ჯარისკაცის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს


აბუ ნუსაუბა პარასკევს საღამოს დააპატიმრეს ტელეკომპანია ბი-ბი-სისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ

ბრიტანეთის პოლიციამ ლონდონში მომხდარი ჯარისკაცის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა, რომლიც ტერორიზმშია ეჭვმიტანილი.
აბუ ნუსაუბა პარასკევს საღამოს დააპატიმრეს ტელეკომპანია ბი-ბი-სისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, სადაც მან მკვლელობაში ეჭვმიტანილ მაიკლ ადებოლაჯოზე ილაპარაკა.
როგორც ბრიტანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში აბუ ნუსაუბიმ აღნიშნა, რამდენიმე თვის წინ ადებოლაჯოს გადაბირებას ბრიტანეთის სპეცსამსახურები, კერძოდ მი-5-ის აგენტები ცდილობდნენ, რაზეც მან უარი განაცხადა.
XS
SM
MD
LG