ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შემზარავი თავდასხმა ლონდონში


ორმა აფრიკელმა მუსლიმმა ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლა


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ლონდონის ქუჩაში ჯარისკაცის მკვლელობა „ბრიტანეთზე თავდასხმად“ და „ისლამის ღალატად“ შეაფასა. თავდამსხმელები აფრიკული წარმოშობის ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. მათ თავიანთ ქმედებას მუსლიმთა მკვლელობის გამო შურისძიება უწოდეს. დეტალებს ლონდონიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი არკვევდა.
თვითმხილველთა განცხადებით, ბრიტანელ ჯარისკაცს ავტომობილმა მაშინ დაარტყა, როდესაც მან აღმოსავლეთ ლონდონში მდებარე არმიის ბარაკი დატოვა. დარტყმის შემდეგ, თავდამსხმელები ავტომანქანიდან გადმოვიდნენ და ხორცის საჭრელი დიდი დანით მოკლეს. მკვლელობის შემდეგ ერთერთმა თავდამსხმელმა გამვლელ მოქალაქეს საკუთარი ტელეფონით ვიდეო გადააღებინა. „ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ეს გავაკეთეთ, არის მუსლიმთა მკვლელობა ბრიტანელი ჯარისკაცების მიერ.“ თვითმხილველი ჯო ტალანტი მომხდარს იხსენებს.
„ისინი შეიარაღებული დადიოდნე და იგინებოდნენ. ისინი ამბობდნენ რომ მოკლულთან კაცები არ მიდიოდნენ. ეს არის ის რაც ღმერთს უნდოდა, ამბოდბენ ისინი და ხალხს მომხდარის ვიდეოთი გადაღებისკენ მოუწოდებდნენ,“ - ყველა ჯო ტალანტი.
პოლიციამ მკვლელებს ცეცხლი გაუხსნა. ორივე საავადმყოფოში დაცვის ქვეშ იმყოფება. საფრანგეთში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ვიზიტი შეწყვიტა და კაბინეტის საგანგებო სხდომა გამართა. მან აღნიშნა, რომ გამოძიება მომხდარის დეტალებს არკვევს და ბრიტანეთი ამას პასუხს გასცემს.
„ეს არ იყო თავდასხმა მხოლოდ ბრიტანელებზე და ცხოვრების ბრიტანულ წესზე. ეს ასევე იყო ისლამის და მუსლიმური საზოგადოების ღალატი. ისლამში არაფერი წერია, რაც ამ საშინელ აქტს გაამართლებს,“ - განაცხადა კამერონმა.
ორივე თავდამსხმელი აფრიკული წარმოშობის მუსლიმია. რაფაელო პანტუჩი სამეფოს გაერთიანებული უწყებების ინსტიტუტის ანალიტიკოსია.
„ამ დროისთვის ჯერ კიდევ არ გვაქვს ნათელი სურათი. ერთი შეხედვით საქმე გვაქვს ჩვეულბრივ პირებთან, ვინც ინდივიდუალური თავდასხმა მოაწყო. გასაკვირი იქნება, თუ დადგინდება, რომ ამ ეს აქტი ქვეყნის გარედან იყო დაგეგმილი,“ - ამბობს პანტუჩი.
აღნიშნული შემთხვევა პირველი ტერორისტული თავდასხმაა 2005 წლის შემდეგ. ერთი თვის წინ ამერიკის რადიკალმა მოქალაქეება ბოსტონის მარათონის დროს განახორციელეს ტერაქტი. პანტუჩი ამბობს, რომ ტერორისტული აქტების მეთოდები იცვლება.
„ბოლო წლებში უფრო გახშირდა მარტოხელა შემსრულებლების ან მცირე ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმები, რომლის მონაწილეებსაც შესაძლოა კავშირი ქონდეთ უცხო ქვეყნებთან. თუმცა, ჯერ ამის დამტკიცება ვერ ხდება,“ - ამბობს პანტუჩი.
ერთერთი თავდამსხმელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გამომძიებლები მის დასაკითხად ემზადებიან.
XS
SM
MD
LG