ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გეგმის პასუხად, ყოფილი რუსი ორმაგი ჯაშუშის მოწამვლის მიზეზით 23 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევოს, მოსკოვი „მალე“ ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებს.

ხუთშაბათს, მოსკოვში გაკეთებულ კომენტარებში, ლავროვმა მეის ქმედებას „უხეში“ უწოდა და თქვა, რომ ეს ბრიტანეთის ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით რთული მოლაპარაკებებიდან ყურადღების გადასატანად გაკეთდა.

ლავროვმა თქვა, რომ საპასუხო ქმედების საჯაროდ გამოცხადებამდე, ოფიციალური არხებით ლონდონს საქმის კურსში ჩააყენებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG