ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბოლო თავდასხმაში გარდაცვლილებს


ბრიტანეთში, ქალაქ რიდიგნში, დღეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილებს, რომლებიც ტერორიზმთან დაკავშირებული ბოლო თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ.

სააგენტო "როიტერის" ცნობით, ეჭვმიტანილი, 25 წლის ლიბიელი ხაირი სადალაჰია. ის შაბათს, ქალაქის ერთ-ერთ სკვერში მივიდა და შემხვედრებს დანით აყენებდა ჭრილობებს. მათი ნაწილისთვის ეს სასიკვდილო აღმოჩნდა.

ბრიტანეთის პოლიციამ ინცინდენტს ტერორისტული აქტი უწოდა და თქვა, რომ 25 წლის ეჭვმიტანილი დაკავებულია, თანამზრახველების არსებობაზე კი ეჭვი არ აქვთ. "ის რაც შაბათს, რიდინგში ვნახეთ, იყო ერთი ინდივიდუალის ქცევა", თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრიტი პატელმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილებს შორის იყო ამერიკის მოქალაქე, 39 წლის რიჩი ბენეტიც. ის ბრიტანეთში ბოლო 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამერიკის ელჩმა ბრიტანეთში, ვუდი ჯონსონმა, გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG