ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა


ფოტო: "რადიო თავისუფლება"

21 ივნისს, 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლითაც იცვლება არჩევნებში მანდატების გადანაწილების წესი. ცვლილებების კანონად ქცევისთვის სამი მოსმენაა საჭირო და თითოზე მინიმუმ 113 ხმა.

ამ ცვლილებების მიხედვით, 77-დან 120-მდე იცვლება პროპორციულად არჩეული დეპუტატების რიცხვი, ხოლო 73-დან 30-მდე მცირდება მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა.

"გაზრდილი საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს" ულოცავს საქართველოს აშშ-ის საელჩო.

"ტვიტერის" ქსელში მილოცვის განცხადებას აქვეყნებს აშშ-ის რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერიც, რომელიც იმავდროულად საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეა აშშ-ის კონგრესში.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG