შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში ბრაზილიელ კოლეგას ჟაირ ბოლსონარუს ხვდება. მოელიან, რომ ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მოლაპარაკება შეეხება ორმხრივი ვაჭრობის საკითხებს, დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებას და ასევე ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს.
შეხვედრაზე ტრამპი და ბოლსონარუ სოფლის მეურნეობის საკითხებზეც ისაუბრებენ. ამ მიმართულებით მოლაპარაკებაში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ისინი მოგვიანებით ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. ორი ქვეყნის ლიდერებს ასევე სურთ კერძო ბიზნესების მეტად დაახლოვება და თანამშრომლობის გაღრმავება ენერგეტიკის, თუ სხვა ინფრასტრუქტურული ინიციატივების მიმართულებით.
რაც შეეხება ვენესუელაში მომხდარ დაპირისპირებას, ორივე ქვეყანა, როგორც შეერთებული შტატები, ისევე ბრაზილია, ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს უჭერს მხარს და მას ქვეყნის დროებით პრეზიდენტად აღიარებს. ბრაზილიას, ვენესუელის მეზობელ ქვეყანას და მასთან მჭირდო ურთიერთობის მქონე სახელმწიფოს, შეუძლია გარკვეული გავლენა იქონიოს ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებზე.
ჟაირ ბოლსონარომ არჩევნები გასულ წელს მოიგო. მისი საარჩევნო პლატფორმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში გამოკვეთილად პროამერიკული იყო. ბოლსონარო ტრამპის პოლიტიკის ფართო მხარდამჭერიც არის.
Facebook Forum