ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის საიდუმლოების გამცემი მამაკაცი ქალის სახელს ირქმევს


ბრედლი მენინგი
ბრედლი მენინგი
კანზასის ლივენვორთის საგრაფოს საოლქო მოსამართლე აცხადებს, რომ ბრედლი მენინგს სახელის ოფიციალურად შეცვლის უფლებას აძლევს. მენინგი ამერიკის არმიის ჯარისკაცი იყო, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ სცნო ამერიკის სახელმწიფო საიდუმლოების ვებ გვერდი ვიკილიქსისთვის გაჟონვაში. მან სასამართლოს მოთხოვნით მიმართა, რომ სახელი ბრედლი მენინგიდან ჩელსი ელიზაბეტ მენინგზე შეეცვალა.

მენინგი კანზასში მდებარე ამერიკის არმიის ციხეში 35 წლიან სასჯელს იხდის. არმიის სულ ცოტა ორი ფსიქოლოგის დასკვნებზე დაყრდნობით, მენინგს გენდერული იდენტიფიცირების აშლილობა აქვს.
XS
SM
MD
LG