ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსახლეობასა და მთავრობას შორის ნდობის დამყარება აუცილებელია


თუ „თამაშის წესების“ დაცვა არ მოხდა, 2013 წელს შესაძლოა სამოქალაქო არეულობა დაიწყოს, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი წესების დაცვით მიმდინარეობს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

მაუნთ ჰოლიოკის კოლეჯის პროფესორმა სტივენ ჯონსმა გამოსცა წიგნი, სახელწოდებით „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის შემდეგ.“ ბატონი ჯონსი საქართველოს ისტორიას უკვე სამ ათწლეულზე მეტია ადევნებს თვალს და ამერიკაში საქართველოს საკითხების ერთ-ერთ ყველაზე მცოდნე ექსპერტადაა მიჩნეული. წიგნი ევროპელმა მკითხველმა და კრიტიკოსებმა კარგად მიიღეს.

ნაშრომი დაახლოებით ორი თვის წინ ბრიტანეთში გამოიცა. წლის ბოლომდე ამერიკაშიც დაიბეჭდება. საქართველოში სოციალური მეცნიერებების ცენტრთან თანამშრომლობით, ავტორი მის თარგმნას და სავარაუდოდ, მომდევნო ზაფხულს ქართულად გამოცემას გეგმავს.

პროფესორ ჯონსის განცხადებით, ის იმედს იტოვებს, რომ წიგნს ბევრი ქართველი გაეცნობა. მიუხედავად იმისა, რომ ის ძირითადად დასავლური აუდიტორიისთვის გამოიცა, წიგნზე მუშაობისას ავტორი უფრო მეტად ქართველი მკითხველის ინტერესებზე ფიქრობდა.

- რა არის წიგნში მნიშვნელოვანი ქართველი აუდიტორიისთვის?

ჩემი აზრით, დღეს საქართველოში არ არსებობს უკანასკნელი 20 წლის
გამსახურდიას, შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავრობები ხელისუფლებაში საზოგადოების დიდი მხარდაჭერით მოვიდნენ, მაგრამ მალე დაკარგეს კავშირი საკუთარ მოქალაქეებთან და დაიწყეს საკუთარ თავზე ფიქრი.
სტივენ ჯონსი

განმავლობაში მოხდარი მოვლენების ობიექტური ანალიზი და იმის განმარტება, თუ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. არის უამრავი წიგნი, რომლებიც ცალკეულ მოვლენებს ასახავს ან ინდივიდუალური ადამიანების მემუარებია. მაგრამ არ არის ადექვატური ანალიზი სახელმწიფოს მშენებლობის, და დემოკრატიზაციის ჭრილში. არ არის წიგნი, რომელიც უკანასკნელი 20 წლის ყოვლისმომცველ ანალიზს გააკეთებს.

წიგნის კრიტიკოსების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას ბოლომდე არ უფასებთ მიღწევებს და სათანადოდ არ აფასებთ საქართველოს დემოკრატიას. როგორ პასუხობთ ამ მოსაზრებას?

გეტყვით, რომ მაქვს კრიტიკული მიდგომა. ამერიკაზე რომ დამეწერა წიგნი ამერიკასაც კრიტიულად მივუდგებიდი, რადგანაც მიმაჩნია, რომ აქაც ბევრი პრობლემაა. ძალიან კარგად მესმის ის, თუ საიდან დაიწყო საქართველოს განვითარება, ის, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში იყო ქვეყანა 1991 წელს, და ვაცნობიერებ იმას, რომ მას შემდეგ მხოლოდ 20 წელია გასული. მაგრამ ამავე დროს, მაქვს კრიტიკული მიდგომა. ამას ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის შემთხვევაში გავაკეთებდი, რომელსაც დემოკრატია ჰქვია. ანალიტიკურ ჭრილში ვაფასებ იმას, თუ რა პრობლემები და რა სისუსტეები არსებობს და აკმაყოფილებს თუ არა ქვეყანა დემოკრატიულობის კრიტერიუმებს.

რა პრობლემებზე საუბრობთ წიგნში, რომლებიც შეიძლება არ ჯდებოდეს დემოკრატიულობის კლასიფიკაციაში?

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს წიგნი არ ეხება მხოლოდ წინა ხელისუფლებას. ის საქართველოს უკანასკნელი 20 წლის ისტორიას მიმოიხილავს. წიგნში ვამბობ იმას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სამიდან ვერცერთმა პრეზიდენტმა, ვერცერთმა პოლიტიკურმა სისტემამ ვერ შეძლო სამოქალაქო დემოკრატიისთვის სათანადო პირობების შექმნა. ამაში მოქალაქეების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობას და საზოგადოებასა და მთავრობას შორის ნდობის დამყარებას ვგულისხმობ. ვიცი, რომ ეს სხვა ქვეყნებსაც აკლია და არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ ეს შეიძლება დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. მაგრამ მე სწორედ ამ საკითხზე ვამახვილებ ყურადღებას. გამსახურდიას, შევარდნაძისა და სააკაშვილის მთავრობები ხელისუფლებაში საზოგადოების დიდი მხარდაჭერით მოვიდნენ, მაგრამ მალე დაკარგეს კავშირი საკუთარ მოქალაქეებთან და დაიწყეს საკუთარ თავზე ფიქრი.
წიგნი არ ეხება მხოლოდ წინა ხელისუფლებას. ის საქართველოს უკანასკნელი 20 წლის ისტორიას მიმოიხილავს. წიგნში ვამბობ იმას, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სამივე პრეზიდენტმა, სამივე პოლიტიკურმა სისტემამ ვერ შეძლო სამოქალაქო დემოკრატიისთვის სათანადო პირობების შექმნა.


გააკეთეთ თუ არა წიგნში რაიმე სახის პროგნოზი იმისა, რომ საზოგადოების გრძელვადიანი იმედგაცრუების შემდეგ, შესაძლოა მოხდეს მმართველობის მშვიდობიანი გადაცემა?

დიახ, გარკვეულწილად. ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც წიგნში აღვნიშნე იყო ის, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილს უნდა ეღიარებინა საკუთარი მმართველობის დასრულება და ხელისუფლებიდან წასულიყო. წიგნში ვამბობ, რომ ამით ის არაჩვეულებრივ მემკვიდრეობას დატოვებდა ქართული დემოკრატიის ისტორიაში. ძალიან მიხარია, რომ ეს ასეც მოხდა. ერთი რაზეც შეშფოთებას გამოვთქვამ წიგნში ის არის, რომ 2013 წელს, იმ შემთხვევაში თუ „თამაშის წესების“ დაცვა არ მოხდა, შესაძლოა სამოქალაქო არეულობა მოხდეს. მაგრამ ამ ეტაპზე ჩანს, რომ ყველაფერი წესების დაცვით მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG