ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი თეატრის სკანდალში ეჭვმიტანილები


დამნაშავეები, თუკი მათ ბრალეულობა დაუმტკიცდათ, აუცილებლად დაისჯებიან

რუსეთის პოლიციამ დიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 3 ადამიანი დააპატიმრა. 17 იანვარს სერგეი ფილინს გვიან ღამით ნიღბიანი დამნაშავე საკუთარ სახლთან დახვდა და სახეში კონცენტრირებული მჟავა შეასხა. მრავლობითი დამწვრობის გამო დიდი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი საავადმყოფოში იქნა მოთავსებული.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, თავდასხმის ორგანიზებაში იმავე თეატრის მოცეკვავე, პაველ დმიტრიჩენკოზე აქვთ ეჭვი.

დაკითხვაზე დმიტრიჩენკომ დანაშაული უკვე აღიარა. დანარჩენი ორი კი დაკვეთის შემსრულებლები, იური ზარუცკი და ანდრეი ლიპატოვი არიან. დიდი თეატრის სპიკერი, კატერინა ნოვიკოვა იმედს გამოთქვამს, რომ ძიება ამით დასრულდება და დამნაშავეები, თუკი მათ ბრალეულობა დაუმტკიცდათ, აუცილებლად დაისჯებიან.
XS
SM
MD
LG