ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ყატარს და გერმანიას ეწვევა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ავღანეთში ვითარების შესახებ ამერიკის მნიშვნელოვან მოკავშირეებთან მოლაპარაკებების მიზნით, ყატარში გაემგზავრა. სახელმწიფო მდივანი ამ ტურის განმავლობაში გერმანიასაც ესტუმრება.

“ყატარის დოჰაში და გერმანიის რამშტეინში გამგზავრებით, საშუალება მომეცემა ჩვენს ყატარელ და გერმანელ მეგობრებს პირადად ვუთხრა მადლობა იმ განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, რომელიც ავღანეთიდან ამერიკის მოქალაქეების, ავღანელების და სხვა საევაკუაციო პირების უსაფრთხო ტრანზიტის საქმეში აღმოგვიჩინეს”, ნათქვამია სახელმწიფო მდივნის მიერ კვირას გამოქვეყნებულ “ტვიტერის” შეტყობინებაში.

ყატარი ქაბულიდან ამერიკულთა მასობრივად გამოსაყვანი საჰაერო ხიდის მთავარი კვანძი იყო და თალიბანის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ათასობით ავღანელი ლტოლვილის პირველი დანიშნულების ადგილიც გახდა.

ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების მოკავშირეებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინიც სტუმრობს, რათა ავღანეთიდან ევაკუაციაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადოს. მის მარშრუტში ყატარი, ბაჰრეინი, კუვეიტი და საუდის არაბეთია.

პარასკევს ბლინკენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გერმანიაში ვიზიტის დროს რამშტეინის ამერიკულ ავიაბაზაზე მივა, რათა ამრიკელ სამხედროებს მადლობა გადაუხადოს და ავღანელ ლტოლვილებს შეხვდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG