ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულის აეროპორტში აფეთქების შედეგად ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპნენ


ქაბულის აეროპორტის რუქა და ორი აფეთქების ადგილი, 26 აგვისტო, 2021
ქაბულის აეროპორტის რუქა და ორი აფეთქების ადგილი, 26 აგვისტო, 2021

ქაბულის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, დაღუპულთა შორის, სულ ცოტა, ოთხი ამერიკის სამხედრო მოსამსახურე პირია.

თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი ჯონ კირბი აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად „რამდენიმე“ ამერიკელი ჯარისკაცია დაღუპული. პენტაგონი ამ დროისთვის დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

დაღუპულთა შორის ასევე არიან ავღანელებიც, რომლებიც ჰამიდ კარზაის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და აეროპორტში შესვლას რამდენიმე ხანია ელოდებოდნენ.

ქაბულის აეროპორტში აფეთქება, წინასწარი მონაცემებით, თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ამის შესახებ განცხადება შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირმა გააკეთა. მისივე ინფორმაციით, დეტალები შესაძლოა შეიცვალოს.

კირბის განცხადებით, ეს „კომპლექსური თავდასხმის შედეგი იყო, რასაც შედეგად შეერთებული შტატების და სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG