ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი რეიკიავიკში ლავროვს შეხვდება


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რეიკიავიკში, ისლანდიაში ჩავიდა, სადაც არქტიკის საბჭოს მინისტერიალში იღებს მონაწილეობას.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბლინკენი ისლანდიის პრეზიდენტ გადნი იოჰანსონს და პრემიერ-მინისტრ კატრინ იაკობსდოტირს შეხვდება, სადაც მხარეები განიხილავენ "ამერიკა-ისლანდიის პრიორიტეტებს კლიმატის ცვლილებების, ადამიანის უფლებების, ორმხრივი თანამშრომლობის და არქტიკის შესახებ".

ოთხშაბათს, მინისტერიალზე ბლინკენი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდება. შეხვედრა ამერიკა-რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე გაიმართება. ლავროვი-ბლინკენის შეხვედრა ერთგვარი მოსამზადებელი პროცესი იქნება ივნისის თვეში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შესაძლო ერთობლივი სამიტისთვის.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ბლინკენისა და ლავროვის შეხვედრა არის "რუსეთთან უფრო პროგნოზირებადი ურთიერთობის" განხილვის და "ორმხრივ ინტერესებსზე მუშაობის" შანსი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG