ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბინ ლადენის სიძე სასამართლოს წინაშე წარსდგება


აბუ ღაითი იორდანიაში დააკავეს

ოსამა ბინ ლადენის სიძე და ალ-ყაიდას ყოფილი სპიკერი დაპატიმრებულია. ის ნიუ იორკის სასამართლოს წინაშე წარსდგება.
იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალური პირების განცხადებით, პარასკევს სულეიმან აბუ ღაითს ამერიკის მოქალქაეთა მკვლელობის ორგანიზების ბრალდებას წაუყენებენ.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პიტერ კინგმა შეაქო ფედერალური გამოძიებისა და ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის აგენტები, რომელთა ძალისხმევითაც აბუ ღაითი იორდანიაში დააკავეს.
თურქეთის მედია იუწყებოდა, რომ ღაითი ანკარაში ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში დააკავეს და შემდეგ იორდანიაში გადაიყვანეს, სადაც ამერიკის დაზვერვის აგენტებს გადაეცათ. ამ ინფორმაციაზე კომენტარს თურქეთის მთავრობა არ აკეთებს.
XS
SM
MD
LG