ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა ჩინეთს კიბერ-ძარცვის შეწყვეტისკენ მოუწოდა


ორმხრივი შეხვედრა ვაშინგტონსა და პეკინს საშუალებას აძლევს თანამშრომლობისა და უთანხმოების სფეროები გააანალიზონ

ეკონომიკურ და სტრატეგიულ საკითხებზე სასაუბროდ მაღალი რანგის ამერიკელი და ჩინელი ოფიციალური პირები მეორე დღეა ვაშინგტონში ხვდებიან ერთმანეთს.

გუშინ მხარეები შეთანხმდნენ განავითარონ მჭიდრო თანამშრომლობა სათბური გაზების ემისიისა და ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. დღევანდელი შეხვედრა ეკონომიკურ საკითხებს დაეთმობა.

მთავრობის წევრების მონაწილეობით ყოველწლიური ორმხრივი შეხვედრა ვაშინგტონსა და პეკინს საშუალებას აძლევს თანამშრომლობისა და უთანხმოების სფეროები გააანალიზონ.

მაღალი დონის შეხვედრის პირველ დღეს, ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩინეთს მოუწოდა შეწყვიტოს კიბერ პარვა, რაც ბოლო მონაცემებით, ამერიკას ასობით მილიარდი დოლარი უჯდება წელიწადში.
XS
SM
MD
LG