ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ტულსას ეწვევა და სისტემური რასიზმის დაძლევაზე ისაუბრებს


ჯო ბაიდენი ოკლაჰომის შტატის ქალაქ ტულსაში ჩადის. ის ამერიკის პირველი მოქმედი პრეზიდენტი იქნება, რომელიც იმ ადგილას მივა, სადაც თეთრკანიან მოქალაქეთა ბრბომ ასობით შავკანიანი ამერიკელი მოკლა. ეს ქვეყნის ისტორიაში რასობრივი ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ეპიზოდია.

დემოკრატი პრეზიდენტი გრინვუდის რამდენიმე მცხოვრებს შეხვდება და თეთრი სახლის განცხადებით, რასობრივ ნიადაგზე მომხდარი მასობრივი მკვლელობის 100 წლისთავზე უთანასწორობის დასაძლევ ნაბიჯებზე ისაუბრებს.

ამ გეგმებს შორისაა ფედერალური კონტრაქტების სისტემის გაფართოება მცირე ბიზნესებისთვის, მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ისეთ დასახლებებში, როგორებიც გრინვუდია და რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად გამუდმებით სიღარიბეში ცხოვრობს და ასევე განსახლების კუთხით დისკრიმინაციის დასაძლევა.


ჯო ბაიდენი ამერიკაში რასიზმს ისტორიასა და გავლენაზე ისაუბრებს, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლებიც ადმინისტრაციის განცხადებით, აუცილებლად უნდა იყოს დაძლეული იმისთვის, რომ პრეზიდენტმა თავისი დანაპირები შეასრულოს და ქვეყნის "სული აღადგინოს".

ორშაბათს გავრცელებული განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ამერიკელებს მოუწოდა, რომ რასიზმის ღრმა ფესვებზე კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და თავიდან დაუჭირონ მხარი მთელ ქვეყანაში სისტემური რასიზმის აღმოფხვრის საქმეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG