ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბიდენი: ჩემი აზრით, რუსეთი უკრაინაში მომდევნო რამდენიმე დღეში შეიძლება შეიჭრას


შეერთებული შტატბის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

შეერთებული შტატბის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ არსებობს "ძალიან დიდი" ალბათობა იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება უახლოეს დღეებში.

„ჩვენ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ისინი ჩართული არიან ცრუ მანევრის ოპერაციაში, რათა ჰქონდეთ შეჭრის საბაბი“ - უთხრა ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს. „ჩვენი ყველა ინდიკაცია გვაქვს იმის, რომ ისინი მზად არიან იმისთვის, რომ შევიდნენ უკრაინაში და თავს დაესხან უკრაინას. ჩემი აზრით, ეს მოხდება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში“, თქვა პრეზიდენტმა.

ბაიდენმა დასძინა, რომ მას ჯერ ისევ სჯერა, რომ შესაძლებელია ისეთი დიპლომატიური გადაწყვეტილების გამონახვის, რომელიც შეამსუბუქებს რუსეთის შეშფოთებას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე განლაგებულ თავდაცვით სისტემებთან და სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით.

ნატოს მოკავშირეებმა რუსეთი დაადანაშაულეს მსოფლიოს შეცდომაში შეყვანაში და "დეზინფორმაციის" გავრცელებაში, როდესაც მათ თქვეს, რომ ჯარისკაცების ნაწილი უკან ბრუნდებოდა უკრაინის საზღვრიდან და დისლოკაციის ადგილს უბრუნდებოდა. ამერიკის, ნატოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ინფორმაციით, რუსეთს ჯარები უკან არ გაუწვევია და რუსეთ-უკრაინის საზღვართან, კვლავ მობილიზებულია 150,000 რუსი სამხედრო.

დასავლელი მოკავშირეები უარყოფენ რუსეთის მთავარ მოთხოვნას, რომ ნატომ გამორიცხოს უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG