ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი და პუტინი უკრაინის საზღვარზე ვითარებას განიხილავენ


კრემლმა ორშაბათს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების მდგომარეობა შეაფასა როგორც “საკმაოდ სავალალო“. ეს განცხადება წინ უსწრებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დაგეგმილ ვიდეო ზარს, რომლის დროსაც ორი ქვეყნის ლიდერი უკრაინის გარშემო არსებულ დაძაბულობას განიხილავს.

ამერიკელი ოფიციალური პირები უკანასკნელი თვის განმავლობაში გამოხატავენ შეშფოთებას უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარისა და შეირაღების მობილიზების გამო. ვაშინგტონში საუბრობენ, რომ არსებობს საფრთხე მოსკოვი უკრაინაში შეიჭრას, კრემლი კი ამ ბრალდებას უარყოფს.

კრემლის პრესსპირეკმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვიდეო-ზარის მთავარი განსახილველი საკითხი ნატოს გაფართოება იქნება, რასაც რუსეთი მისი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ პროცესად აღიქვამს.

პუტინი აცხადებს, რომ რუსეთს ნატოსგან კანონის ძალით გამყარებული გარანტიები სურს, რომ ნატო არ განაგრძობს აღმოსავლეთით გაფართოებას, მათ შორის, უკრაინის და საქართველოს მიღებით და არ განათავსებს გარკვეულ შეიარაღებას მის საზღვარზე.

პუტინი ბაიდენთან ასევე კიდევ ერთი სამიტის გამართვის საკითხს განიხილავს. ორი ლიდერი ერთმანეთს გასულ ზაფხულს ჟენევაში შეხვდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG