ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ბაიდენი "სიენენის" ჟურნალისტს ბოდიშს უხდის


პრეზიდენტმა ბაიდენმა აღიარა, რომ თავს უფლება მისცა, ჟურნალისტის მიერ დასმულ სკეპტიკურ კითხვაზე მკაცრი ტონი ჰქონოდა.

შემთხვევა, რის გამოც პრეზიდენტმა ბაიდენმა ტელეკომპანია „სიენენის“ ჟურნალისტს მოგვიანებით ბოდიში მოუხადა, ჟენევაში, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტის შემდეგ მოხდა.

სამიტის დასრულების შემდეგ გამართული პრესკონფერენცის მიწურულს, „სიენენის“ რეპორტიორმა, კეიტლინ კოლინზმა პრეზიდენტ ბაიდენს ჰკითხა, - „ბატონო პრეზიდენტო, რატომ ხართ ასე დარწმუნებული, რომ [პუტინი] საკუთარ ქცევას შეცვლის?“

ამ დროისთვის, პრეზიდენტი საპრესკონფერენციო სივრცეს უკვე ტოვებდა. ჟურნალისტს მიუბრუნდა და უთხრა - „სულაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ქცევას შეცვლის. ჯანდაბა... რატომ აკეთებთ ამას მუდმივად?“

ჟურნალისტმა კითხვის დაკონკრეტება სცადა, თუმცა პრეზიდენტმა განაგრძო: „როდის ვთქვი, რომ დარწმუნებული ვარ? მართალი გითხრათ მე ვთქვი, რომ მისი ქცევა შეიცვლებოდა, თუ დანარჩენ მსოფლიოს რეაგირება ექნებოდა [რუსეთის ქმედებებზე]. არაფერში არ ვარ დარწმუნებული, მე მხოლოდ ფაქტის კონსტანტაციას ვახდენ.“

„თუმცა“, - ჰკითხა ჟურნალისტმა, - „იმის გათვალისწინებით, რომ მან ტონი არ შეცვალა წარსულში და პრეს-კონფერენციაზე, რომელიც თქვენთან შეხვედრის შემდეგ გამართა, მან უარყო რუსეთის მონაწილეობა კიბერთავდასხმებში, დააკნინა სამოქალაქო უფლებების დარღვევების მნიშვნელობა, ალექსეი ნავალნის სახელის ხსენებაზეც კი უარი განაცხადა, ასე რომ, რამდენად არის ეს დაკავშირებული შეხვედრის „კონსტრუქციულობასთან“? “

„თუ ეს არ გესმით, ეს ნიშნავს, რომ თქვენი საქმით არ ხართ დაკავებული“ - ეს იყო ბოლო პასუხი, რაც პრეზიდენტმა მაშინ ჟურნალისტს გასცა.

მომხდარიდან მალევე, პრეზიდენტის ტონი ზოგიერთმა ჟურნალისტმა დაგმო.

„თუ თქვენ, როგორც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ადამიანი, ვერ შეძლებთ პრესის მიერ დასმულ კითხვებს სიმშვიდის დაკარგვის გარეშე უპასუხოთ, შესაძლოა თქვენ არ იყოთ დაკავებული თქვენი საქმით“ - წერს სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე „ნიუ-იორკ თაიმსის ჟურნალისტი, ოლივია ნუცი.

ჯო ბაიდენი თვითმფირნავში ასვლამდე ჟურნალისტს ბოდიშს უხდის. ჟენევა, 2021 წლის 16ივნისი
ჯო ბაიდენი თვითმფირნავში ასვლამდე ჟურნალისტს ბოდიშს უხდის. ჟენევა, 2021 წლის 16ივნისი

თუმცა მალევე, თითქმის დაუყოვნებლივ, ჟენევიდან გამგზავრებამდე, თვითმფრინავის კიბის პირას პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთი, იმპროვიზირებული პრეს-ბრიფინგი გაიმართა. პრეზიდენტმა საუბარი იმით დაიწყო, რომ ბოდიში ჰქონდა მოსახდელი.

„ბოდიში მაქვს მოსახდელი, ბოლო კითხვაზე პასუხისას, არ უნდა ვყოფილიყავი ასე ბრძენი ბიჭი“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG