ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიდერების შეფასებები ბაიდენი-პუტინის სამიტის შემდეგ


„კარგი“ და „პოზიტიური“ - ასე აღწერდა პრეზიდენტი ბაიდენი, ვლადიმირ პუტინთან გამართულ შეხვედრას.

მაგრამ, შემდგომ ტონი უფრო რეალისტური გახდა და პრეზიდენტმა თქვა, რომ მომდევნო რამდენიმე თვე იქნებოდა იმის გამოცდა, თუ რამდენადაა შესაძლებელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება.

„მე არ ვამბობ, რომ რადგან მე და პრეზიდენტი [პუტინი] შევთანხმდით, რომ რაღაცას გავაკეთებთ, ეს უცებ, მოულოდნელად იმუშავაბს. მე ამას არ ვამბობ“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა, რუს კოლეგასთან სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

„რასაც მე ვამბობს ისაა, რომ არსებობს რეალური პერსპექტივა, ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ისე, რომ ჩვენ არ დავთმოთ ჩვენს პრინციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული ერთი მისხალი რამ“ - განაცხადა ბაიდენმა.

სამიტის დასრულების შემდეგ, თარჯიმნის დახმარებით, შეხვედრა რუსმა ლიდერმა დაახასიათა, როგორც „კონსტრუქციული“. ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ „მტრული, არამეგობრული“ გარემო არ ყოფილა, პრეზიდენტი ბაიდენი კი „კონსტრუქციულ, გაწონასწორებულ და გამოცდილ“ პოლიტიკოსად შეაფასა.

სამიტის შემდეგ, როგორც თეთრმა სახლმა, ასევე კრემლმა, მსგავსი განცხადებები გააავრცელა. განცხადებებში აღნიშნულია, რომ „დაძაბულობის პერიოდშიც კი“, ორივე ქვეყანა აჩვენებს, რომ მათ შეუძლიათ მიაღწიონ პროგრესს „სტრატეგიული პროგნოზების და რისკის შემცირების საერთო მიზნისკენ - შემცირდეს შეიარაღებული კონფლიქტების და ბირთვული ომის რისკი.“

ორივე მთავრობა აცხადებს, რომ დაიწყებენ კონსულტაციებს, ურთიერთობების სამართავად, სტრატეგიულ სტაბილურობაზე. თავის პრესკონფერენციაზე, ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ როგორც ბირთვულ სახელმწიფოებს, აშშ-სა და რუსეთს ურთიერთობების სენარჩუნების განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს.

„ახალი სტრატის ხელშეკრულების ბოლოდროინდელმა გახანგრძლივება აჩვენმებს ბირთვული იარაღის კონტროლისადმი ჩვენს ერთგულებას. და დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ პრინციპს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია“ - ნათქვამია თეთრი სახლისა და კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებებში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG